მირიან ხუხუნაიშვილმა ბეთჰოვენფესტზე „დაიგვიანეს” იმღერა

სიმღერა ცნობილია ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით.

მირიან ხუხუნაიშვილმა ბეთჰოვენფესტზე ქართული სიმღერა შეასრულა. „დაიგვიანეს”, ოპერიდან „პატარა კახი” განსაკუთრებით ცნობილია ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით. მუსიკის ავტორი ნიკო სულხანიშვილი, ტექსტის კი – აკაკი წერეთელია. 

„ახლაც ძნელად ვიჯერებ, რომ მოვიკრიბე გამბედაობა და ეს გამორჩეული სიმღერა, რომელსაც გულით ვატარებდი ბევრი წელი და რომლის მღერაც მეგობრების გარემოცვაშიც კი ვერასდროს გავბედე, ბეთჰოვენის ფესტივალზე სავსე დარბაზის წინაშე, პირდაპირ ეთერში ვიმღერე,” – წერს ხუხუნაიშვილი და სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს.

მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია. გასულ თვეში ორკესტრი გერმანიას სტუმრობდა, სადაც ბეთჰოვენფესტის ფარგლებში ბონსა და ბერლინში ორი კონცერტი გამართა. ბეთჰოვენის გარდა, ორკესტრმა გერმანელ მსმენელს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც წარუდგინა, მათ შორის იყო ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოების მსოფლიო პრემიერაც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი