Luminate ციფრებში: ესპანურენოვანი მუსიკის გლობალური მდგომარეობა

„შემდეგი ეპოქა, უდავოდ, მათ ეკუთვნით, ვინც ინვესტიციას ფანებში ჩადებს.”
LUMINATE

„ჩვენი ინდუსტრიის ძალიან ცოტა სფერო თუ შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისე, როგორც ლათინური მუსიკა და არცთუ ისე ბევრი სფეროს მონაცემები ჰყვება ამგვარ საინტერესო ამბავს,” – ამ სიტყვებით დაიწყო 19 ოქტომბერს გამოსვლა რობ ჯონასმა, კომპანია Luminate-ის  აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაციაზე, სახელწოდებით „ციფრებში: ესპანურენოვანი მუსიკის მდგომარეობა მსოფლიოში”.  Luminate „ბილბორდის” პარტნიორი ორგანიზაციაა. 

ჯონასმა ლათინური მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე მასშტაბური კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც ყურადღების ცენტრში მოექცნენ  ჩარტის ლიდერი ლათინოამერიკელი არტისტები. კვირეული ასევე წარმოაჩენს, თუ როგორ იქცა ლათინური მუსიკა რეგიონული ძალიდან მასობრივ მეინსტრიმად როგორც აშშ-ში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

მიუხედავად იმისა, რომ Luminate შედარებით ახალი სახელია (ის ხუთ წელს ითვლის), კომპანიის ფესვები იმ ბიზნესს უკავშირდება, რომელიც მუსიკის მოხმარებას უკვე სამ ათწლეულზე მეტია, ზომავს. 

„ჩვენი მისია მარტივია,” – აღნიშნა ჯონასმა. „გვინდა, გასართობ ინდუსტრიაში ყველაზე ზუსტი და ობიექტური მონაცემები შევაგროვოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება.”

როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი, მუსიკალური გამომცემლობა თუ სტრიმინგსერვისი, Luminate ინდუსტრიის სანდო წყაროდ იქცა, რომელიც მუსიკის მოხმარებას ზომავს და ორგანიზებას უწევს მონაცემებს. 700-ზე მეტი ვერიფიცირებული სტრიმინგისა და საცალო გაყიდვების სერვისით 60 ქვეყანაში, კომპანია ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას ფლობს, რომელიც 300 მილიონზე მეტ არტისტსა და ავტორს აერთიანებს. 

ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხზე საუბრისას, ჯონასმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ხელოვნური ინტელექტი აქტიური დებატების საგანი იყო, დღეს კი ის უკვე მუსიკის წარმოების ინსტრუმენტად იქცა. 

ხელოვნური ინტელექტის ადრეული გავლენა: ჯონასის თქმით, ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლისთვის შემოქმედებით პლატფორმად ჩამოყალიბდა და ამ მიმართულებით ინტერესი კვლავ იზრდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა 2026 წლის სექტემბრის თვეში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ან ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ლათინური სიმღერებზე, რომელთა შორისაც ლიდერ კომპოზიციას 34 მილიონამდე სტრიმი აქვს, ყველა დანარჩენს კი – 14 მილიონზე მეტი. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ სტრიმების სამი მეოთხედი აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოდის. 

„ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა უკვე კონკურენციას უწევს ადამიანების მიერ შექმნილ მუსიკას იმავე პლატფორმებზე და იმავე მსმენელისთვის,” – თქვა ჯონასმა და აღნიშნა, რომ ინდუსტრიას რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს იმაზე, თუ ვის ეკუთვნის უფლებები ამ ჩანაწერებზე, ვინ უნდა მიიღოს ანაზღაურება და უნდა მოხვდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა ჩარტებში ისევე, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ნაწარმოებები. 

„აშშ-ის მუსიკოსების 54% ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიმართ დადებითადაა განწყობილი მაშინ, როცა არამუსიკოსებში ეს მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს. მუსიკოსების 18% კი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს მუსიკის დასამუშავებლად ან რემიქსების გასაკეთებლად.” მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას როგორც თავად მუსიკოსებისთვის, ისე მსმენელებისთვის. 

ლათინური მუსიკის ჟანრის ძირითადი მაჩვენებლები: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლათინური მუსიკის ჟანრი აშშ-ში სხვა ნებისმიერ ჟანრზე სწრაფად გაიზარდა. „დიდი კულტურული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჯონასმა და მაგალითად Bad Bunny-ს Halftime Show მოიყვანა, რომელმაც ლათინურ მუსიკას სტრიმინგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კვირა მოუტანა.

ჯონასის თქმით, აშშ-ში ინგლისურენოვანი მუსიკის წილმა სტრიმინგში ახალ მინიმუმს მიაღწია და დაახლოებით 87%-ით შემცირდა. ამასთან, ესპანურენოვანმა მუსიკამ საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში ყველაზე პოპულარული სიმღერების სტრიმინგიდან ყოველი მეათე სწორედ ესპანურენოვან სიმღერაზე მოდის. „ეს უკვე აღარ არის ნიშური ბაზარი,” – დამაატა ჯონასმა.

ჯონასის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლათინური სიმღერების რეიტინგის პირველ ხუთ პოზიციას Bad Bunny იკავებს DtMF-ის ლიდერობით, რომელსაც 1.25 მილიარდი სტრიმი აქვს. „ლათინური მუსიკის მსმენელი საშუალო ამერიკელ ფანს ყველა შესაძლო დონეზე ამარცხებს. ამასთანავე, ლათინური მუსიკის თითქმის ყოველი მესამე გულშემატკივარი ე.წ. სუპერფანია.”

ჯონასმა პრეზენტაცია იმაზე საუბრით დაასრულა, რომ ტოპ 500-ში ახლა ყველაზე მეტი ლათინური არტისტია წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე. „ესპანურენოვანი მუსიკა საკუთარ პიკზეა და ამერიკელი მსმენელის ნახევარზე მეტი ყოველთვიურად უსმენს ლათინურ მუსიკას“, – აღნიშნა მან.

დასასრულს, ჯონასმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ლათინური მუსიკის გულშემატკივრები მზად არიან, საყვარელი არტისტების მხარდასაჭერად ფული დახარჯონ. „ისინი ხდებიან ფასიანი გამომწერები, ყიდულობენ მუსიკალურ პროდუქტს და მათ შორის სუპერფანების წილიც უფრო მაღალია. ეს კი რეალური შესაძლებლობებია უშუალოდ გულშემატკივარზე გათვლილი პროდუქციის განვითარებისთვის.”

მისი თქმით, ლათინური მუსიკა დღეს უფრო ღრმაა, ფართო და ერთგული, ვიდრე ოდესმე. „შემდეგი ეპოქა, უდავოდ, მათ ეკუთვნით, ვინც ინვესტიციას ფანებში დებს.”

„ბილბორდის” ლათინური მუსიკის კვირეული მაიამიში 19-22 ოქტომბერს იმართება. ღონისძიება აერთიანებს არტისტებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მუსიკალურ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს. კვირეულის პროგრამა მოიცავს ცოცხალ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს. კვირეული Billboard Latin Music Awards-ით დასრულდება, რომელიც 22 ოქტომბერს შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ცა პირობებს არ არღვევს

ნიკა კოჩაროვისა და DillaNext-ის ერთობლივი სინგლი – „ცა პირობებს არ არღვევს!“

შემდეგი სტატია

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი