Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი
Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

მომღერალი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს, (Bardi Gang) გამოეხმაურა და აცნობა, რომ უახლოეს მომავალში უფრო აქტიურად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საჯაროდ ისე ხშირად აღარ ჩნდებოდა.

„Bardi Gang-ს მინდა მივმართო. ვიცი, რომ ჩემგან სიახლეებს ელოდებით, გინდათ, ხშირად გამოვჩნდე და უფრო აქტიური ვიყო“, – განაცხადა Cardi B-იმ. მისი თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა რეტროგრადული მერკური იყოს. 

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული სირთულეების გადატანა მომიხდა. არ ვიცი, ეს რეტროგრადული მერკურის, ვენერას თუ სხვა რომელიმე პლანეტის ბრალია, მაგრამ, ძვირფასებო, ამ პერიოდმა ლამის გამანადგურა. ეს რეტროგრადი ყველას გვტანჯავს. თუ სახლში რთული პერიოდი გაქვთ, გულწრფელად მჯერა, რომ ამის მიზეზი სწორედ ეს პერიოდია. მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი მალე დასრულდება. გჯერათ თუ არა ამის, მე მაინც მგონია, რომ მიზეზი ეს არის, რადგან ჩემს გარშემო ყველა რაღაც პრობლემას აწყდება. მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში“, –  აღნიშნა მან.

Cardi B-იმ დასძინა: „ჯოხებმა და ქვებმა შეიძლება ძვლები დამიმტვრიონ, მაგრამ სიტყვები? სიტყვები ვერაფერს დამაკლებს, ჩემო კარგებო, ასე რომ, ნუ ინერვიულებთ. ჩემს სუპერძალებს ვიბრუნებ. ძალიან  მიყვარხართ!“ 

Bardi Gang-ს სანერვიულო არაფერი აქვს – Cardi B მალე კვლავ აქტიურად გამოჩნდება, მათ შორის, Grand Theft Auto VI-ის წყალობით.

რეპერი და მედიასახე დიდი ხნის ნანატრი ვიდეოთამაშის გამოსვლას განსაკუთრებულად აღნიშნავს. თამაში 19 ნოემბერს გამოვა, 21 ნოემბერს კი მაიამიში გაიმართება ღონისძიება Grand Theft Auto VI: The Festival, სადაც Cardi B ტრევის სკოტთან და მის მუსიკალურ ლეიბლ Cactus Jack-თან ერთად მთავარი ჰედლაინერი იქნება.

გარდა ამისა, 24 ნოემბერს Cardi B ტორონტოში, Billboard Canada Women in Music-ის ფარგლებში, Billboard Canada-ს ისტორიაში პირველი „წლის გლობალური ქალის“ ჯილდოს მიიღებს.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა უმცროსი შვილის პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. შვილი მას ამერიკული ფეხბურთის გუნდის, Washington Commanders-ის მოთამაშე სტეფონ დიგსისგან ჰყავს. მათი ვაჟი ახლახან ერთი წლის გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი მილიარდერი და მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი მუსიკოსია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი