Billboard-ის ყოველკვირეული მუსიკალური გზამკვლევი მკითხველს კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზების მიმოხილვას სთავაზობს.
ახლახან ფილმ Hunger Games-ის საუნდტრეკი გამოქვეყნდა, ჯგუფმა ATEEZ მე-15 EP გამოუშვა,ხოლო U2-მ გამოსცა მე-16 ალბომი, სახელწოდებით Carnaval de Luz, რომელშიც დოლი პარტონი მონაწილეობს.
The Hunger Games: Sunrise on the Reaping
ფილმის სრულ ალბომში 29 სიმღერაა გაერთიანებული და მისი ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთია. ალბომში მონაწილეობენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან ნოა საირუსი, ბელა ქეი და სტივი ნიქსი, ხოლო ჩარტების ამჟამინდელმა ლიდერმა, ელა ლენგლიმ, ალბომის უახლესი მთავარი ტრეკი – Here Then We’re Gone შეასრულა. სიმღერა, მინიმალისტური აკუსტიკური აკომპანემენტის ფონზე, ქანთრი-ვარსკვლავის ვოკალს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს.
ATEEZ, Golden Hour: Part.6
2018 წლის დებიუტის შემდეგ სამხრეთკორეული ბენდი ATEEZ ფანებს მუდმივად სთავაზობს ახალ ნამუშევრებს. ახლახან ჯგუფმა მე-15 მინი-ალბომი – Golden Hour: Part.6 წარადგინა.
U2 feat. დოლი პარტონი, Torn
Torn ჯგუფ U2-ს ფრონტმენის, Bono-სა და დოლი პარტონის დუეტია. ეს არის სიმღერა, რომელიც პარტონის ბოლო სტუდიურ ვოკალად იქცა. სინგლი პარტონის პროდიუსერის, უელსის მიერ შექმნილი ქანთრის ჟანრის ვარიაციაა. კომპოზიციის ავტორები პარტონი, U2 და ჯონი მაკდეიდი არიან.
2Hollis, Daisy
ახალბედა ვარსკვლავმა, 2hollis-მა, რომელიც მუდამ არღვევს ჟანრობრივ საზღვრებს, თავისი ახალი ალბომი Piroutte 11 ნოემბერს გამოუშვა და მაშინვე დაიმსახურა შექება. აღსანიშნავია ალბომის დამასრულებელი ტექნო-პოპ ტრეკი – Daisy, რომელიც თავისი მკვეთრი ჟღერადობით გამოირჩევა.
Fall Out Boy, “ACES”
კვირის დასაწყისში Fall Out Boy-მ თავისი 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2027 წლის მსოფლიო ტურნე დააანონსა. ბენდი ამაზე არ გაჩერებულა და ასევე გააზიარა ახალი სინგლი – ACES.
Snoh Aalegra, Legendary Love
R&B ვარსკვლავი Snoh Aalegra ახალი ნამუშევრით დაბრუნდა. Legendary Love გრემის სამგზის ნომინანტი მომღერლის მეოთხე სტუდიური ალბომია, რომელიც 80-იანი წლების R&B-ით გაჯერებული, კინემატოგრაფიული ჟღერადობის ნამუშევარია.
ლეონ თომასი, Trophy
ლეონ თომასმა 2026 წელი გრემის ორი ჯილდოთი დაიწყო და R&B-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კოლაბორაციების სერიით გააგრძელა. ახლახან მან სინგლი – Trophy გამოსცა.