ნახეთ: Death Cab for Cutie კლიპს Roman Candles ავრცელებს

ფოტო: Eliot Lee Hazel for Death Cab for Cutie

ამერიკული როკ ბენდი Death Cab for Cutie ახლახან გამოშვებულ სინგლზე Roman Candles გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ლენს ბენგსის რეჟისორობით შექმნილ კლიპში ფერადი კვამლი და პიროტექნიკაა გამოყენებული, რის გამოც მუსიკოსებს აირწინაღები უკეთიათ.

კოლექტივმა კლიპი მანამდე ინსტაგრამზე დააანონსა, ბენგსს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე აფეთქებები რეალურად ხდებოდა.

“ჩვენ ნამდვილად ამაღელვებელი დრო გავატარეთ კლიპზე მუშაობისას. ვიდეო უწყვეტი კადრითაა გადაღებული”, – წერდა ბენდი სოციალურ ქსელში.

Roman Candles კოლექტივის მომავალი, რიგით მეათე სტუდიური ალბომის Asphalt Meadows წამყვანი სინგლია. ჩანაწერი 16 სექტემბერს ჩაეშვება გაყიდვაში, რის შემდეგაც ჯგუფის ამერიკული ტურნე დაიწყება.

Death Cab for Cutie ვაშინგტონში 1997 წელს ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Something About Airplanes გაავრცელა. გრემიზე 7-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და ინდი როკს მოიცავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Smoky Mountain Rain იმღერა

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS-ის ფოტოები თეთრი სახლიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი