მოუსმინეთ: ჰოლზი ახალ სიმღერას So Good ავრცელებს

ფოტო: Halsey/So Good

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ჰოლზი ახალ სინგლს So Good ავრცელებს. მუსიკოსის თქმით, ნამუშევარი მისი და შეყვარებულის, ალევ აიდინის სიყვარულის ისტორიას ეხება. ახლო მომავალში კლიპიც გამოქვეყნდება, რომლის რეჟისურაზე ორივე მათგანმა იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის გამოქვეყნებაზე ჰოლზის ლეიბლი Capitol Music Group უარს აცხადებდა მანამ, სანამ პლატფორმა TikTok-ზე ვირუსული კამპანია არ შედგებოდა. განაწყენებულმა ჰოლზიმ კი ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა. არტისტი კიდევ უფრო იმედგაცრუებული დარჩა მას შემდეგ, რაც, მომხდარის გასაჯაროების მიუხედავად, კომპოზიციის გამოშვება არ დაჩქარდა.

ეშლი ფრანჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ის საკუთარ კომპოზიციებს სოციალური ქსელებზე დამოუკიდებლად აქვეყნებდა, რის შემდეგაც ლეიბლებმა შეამჩნიეს. 2014 წლის ბოლოს მომღერალმა სადებიუტო EP სახელწოდებით Room 93 გამოუშვა. არტისტს წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. გრემის ნომინანტ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში ოთხი ალბომი აქვს გამოცემული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი