მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხმის ჩამწერის სტუდიის შესახებ ძნელი წარმოსადგენია ფილმის უფრო შესაფერისი სათაური. Abbey Road Studios-ს შესახებ პირველი ტრეილერი ორშაბათს, 14 ნოემბერს გამოვიდა. ფილმში შესულია მოგონებები ყველა დროის საუკეთესო როკ ვარსკვლავებზე, როგორებიც არიან: რინგო სტარი, ელტონ ჯონი, ნოელ გალაჰერი, ნაილ როჯერსი, ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი და სხვა.
„როდესაც ისეთ სივრცეში შედიხარ, სადაც კედლები სხვადასხვა ისტორიითა სავსე, ეს გარკვეულ წილად წმინდა ადგილია.“ – ამბობს ელტონ ჯონი, ფილმის ორ წუთიან ტრეილერში. Disney+doc-ის ფილმი სტუდიის ოთხმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად, 16 დეკემბერს გამოვა. ფილმის რეჟისორის, მერი მაკარტნის თქმით Abbey Road – მისი ცხოვრების ნაწილი იყო, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა.
„რა თქმა უნდა, სტუდიაში გადაღებული უამრავი დოკუმენტური კადრი არსებობს. ამ ოთხ კედელში იქმნებოდა მუსიკალური მიმდინარეობები, დაწყებული კლასიკური პოპიდან, აფრობიტით, ბლუზით თუ სხვა უამრავი ჟანრით დამთავრებული.“
ყოფილი Oasis-ის გიტარისტი და კო-ვოკალისტი ნოელ გალაჰერი აღნიშნავს, რომ მისი ჩანაწერების უმეტესი ნაწილი სწორედ Abbey Road სტუდიაში ჩაიწერა.
მერი მაკარტნიმ ფილმის შესახებ ჟურნალ Rolling Stone-ში ისაუბრა: „როდესაც შევიტყვე, რომ Abbey Road Studios-ს იუბილე ახლოვდებოდა, ჩემში მოგონებებმა გაიღვიძა. მე ამ სტუდიაში გავიზარდე, ამ ადგილს ჩემი ოჯახის ნაწილად ვთვლი. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებისას უამრავი აქამდე უცნობი და უძვირფასესი ისტორია აღმოვაჩინე და შევისწავლე.“
ფილმში ასევე იხილავთ ინტერვიუს Oasis-ის მომღერალ ლიამ გალაჰერთან, უილიამსთან, სელესტთან, Pink Floyd-ის როჯერ უოტერსთან და სხვა უამრავ ვარსკვლავთან.
ნახეთ ფილმ „If These Walls Could Sing“-ს ტრეილერი: