სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ჯეისონ ჰეილი ეწვია.

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით საყვარელიძის მიზანი სოხუმის თეატრის საერთაშორისო თეატრალურ რუკაზე ადგილის დამკვიდრებაა. მისი ძალისხმევით ბოლო წლებში რამდენიმე საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. ეს ხელს უწყობს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, მისი პოტენციალის გამოვლენას და თანამედროვე ხედვის დანერგვას. 

კიდევ ერთი ასეთი პროექტი ამერიკელი რეჟისორის, მსახიობის და პედაგოგის ჯეისონ ჰეილის ვიზიტია.  

ჯეისონ ჰეილი, დავით საყვარელიძე, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ჯეისონ ჰეილი სამსახიობო იმპროვიზაციის ინტენსიურ ვორქშოფს ვიოლა სპოლინის მეთოდით ატარებს. 

ვორქშოფის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პირველად, სწორედ სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაეცნონ მეოცე საუკუნის ამერიკული თეატრის ნოვატორის იმპროვიზაციის ტექნიკას. ვიოლა Სპოლინის მეთოდი რეკრეაციულ თამაშებსა და იმპროვიზაციულ სავარჯიშოებს აერთიანებს. 

Პირველი შეხვედრის ფარგლებში მსახიობებმა სხვადასხვა თამაშში მიიღეს მონაწილეობა და ამერიკელ პედაგოგთან მუშაობის პროცესში ახალი გამოცდილება მიიღეს. 

„ეს განსხვავებული მეთოდია, რომელიც თამაშებს აერთიანებს და ტექნიკას უფრო მრავალფეროვანს ხდის. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ქართველმა მსახიობებმა ეს მეთოდი შეისწავლონ. ასათვისებლად მარტივია, ცალკე მდგომი, გამოყოფილი არაა და ბევრ ნიუანსს აერთიანებს. Ქართველი მსახიობები საოცრად მონდომებულები არიან ამ გამოცდილების მისაღებად, რაც ძალიან მახარებს. ვიოლა სპოლინის შვილი, Პოლ სილსი დედის ხელოვნების კარგი გამგრძელებელია. Მან პირველმა შექმნა პირველი პროფესიონალური იმპროვიზაციის კომპანია ამერიკაში, კამპუსი, რომელიც რეალურად დაფუძნებული იყო დედის ხელოვნებაზე. Ამ ტექნიკამ სამომავლოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს მასშტაბით  კარგი რეპუტაცია შეიქმნა. ” – ჯეისონ ჰეილი, ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და პედაგოგი. 

ჯეისონ ჰეილი, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ჯეისონ ჰეილი საქართველოს პირველად ეწვია. გაგვიმხილა, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებები აქვს და შესაძლოა მომავალში მისი სპექტაკლი ჩვენს ქვეყანაშიც დაიდგას. 

Მსგავსი შეხვედრა საქართველოში პირველად შედგა და ეს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ამ შეხვედრით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებსა თუ სხვადასხვა თეატრის მსახიობებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები გამოჩენილ ამერიკელ პედაგოგთან ერთად განავითარონ. 

,,ფოკუსირება გვინდოდა მხოლოდ სამსახიობო ხელოვნების განვითარებაზე და ისეთი მეთოდოლოგიის შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენთან ცნობილი არ არის. ამიტომაც შევჩერდით ამერიკულ სამსახიობო სკოლაზე. ჯეისონ ჰეილი საკმაოდ ცნობილი მსახიობი და რეჟისორია შეერთებული შტატებიდან, ამავდროულად, ახლა ანკარაში დრამის ფაკულტეტის დეკანია. მას საკმაოდ ბევრი პროგრამა აქვს. ჩვენ იუნესკოს სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა ქვეყანაში ერთად ვმუშაობთ და ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ, კარგი იქნებოდა ეს საქართველოშიც დაგვეწყო.” – ლევან ხეთაგური, იუნესკო თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, ნანა დემეტრაშილის ფონდის, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის, ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრის, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი ეილიში - ფოტო: მეისონ პული

ენი ლენოქსი ბილი ეილიშს, ალიშა კისს და ბრენდი კარლაილს საქველმოქმედო აუქციონზე იშვიათი ნივთების გატანას სთავაზობს

შემდეგი სტატია

დიმა დადიანის ახალი სინგლი „დასაშვებია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი