არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა საშობაო სიმღერის Santa, Can’t You Hear Me ცოცხალი ჩანაწერი გამოსცეს

მომღერლებმა სიმღერა თავდაპირველად კელი კლარქსონის 2021 წლის სადღესასწაულო ალბომისათვის ჩაწერეს

არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა სადღესასწაულო სიმღერის, Santa, Can’t You Hear Me ცოცხალი ჩანაწერი გამოუშვეს. მომღერლებმა ეს კომპოზიცია NBC-ის სპეციალური საშობაო ეთერის დროს შეასრულეს. შოუს  კლარქსონი უძღვებოდა. 

კომპოზიციის Santa, Can’t You Hear Me სტუდიური ვერსია კელი კლარქსონის 2021 წლის ალბომში არის შესული, სახელწოდებით When Christmas Comes Around…  

2021 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც When Christmas Comes Around… გამოიცა, კლარქსონმა გრანდე თავის სადღესასწაულო ეთერში მიიწვია. არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა სიმღერა სიმებიანი ორკესტრთან ერთად შეასრულეს. 

Courtesy Photo

საახალწლო ეთერიდან ერთი წლის შემდეგ, კელი კლარქსონმა სიმღერის ცოცხალი ჩანაწერის გამოშვება ინსტაგრამის მეშვეობით აუწყა თავის გამომწერებს. “დრო მოვიდა! განეწყვეთ სადღესასწაულოდ, მოუსმინეთ ჩემი და არიანა გრანდეს დუეტს  Santa, Can’t You Hear Me და დაამატეთ ის თქვენს სადღესასწაულო პლეილისტში”

Ნახეთ ვიდეო, რომელშიც  არიანა გრანდე და კელი კლარქსონი ასრულებენ სიმღერას Santa, Can’t You Hear Me. ცოცხალი შესრულების აუდიო ჩანაწერს კი მოუსმინეთ აქ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კანიე უესტის ტვიტერის ანგარიში დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპერმა სვასტიკის ფოტო ატვირთა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი კრისტინ მაკვის პატივს Songbird-ის ქავერ ვერსიის სიმღერით მიაგებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი