SZA ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა

მომღერალმა ახალი ნამუშევარი, სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ გამოსცა.

ნოემბერში მომღერალმა Billboard-თან ინტერვიუში პირად და შემოქმედებით სირთულეებზე ისაუბრა. „ეს ალბომზე მუშაობით გამოწვეული სტრესი არ არის, უბრალოდ ცხოვრება ძალიან რთულია. ხალხი ელის, რომ ყველაფერს უმაღლესი ხარისხით გააკეთებ მაშინ, როცა ცხოვრება ძალიან რთულია. ეს ყველაფერი ადამიანისათვის არ არის განკუთვნილი, ამასთან გამკლავება მხოლოდ მანქანას შეუძლია.“- აღნიშნა SZA-მ.

ამერიკელმა მომღერალმა, SZA-მ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მეორე სტუდიური ალბომი – SOS გამოუშვა. არტისტმა სადებიუტო დისკი, სახელწოდებით CTRL 2017 წელს გამოსცა. 

SOS 24 სიმღერას აერთიანებს. მათ შორის არის დუეტები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ფიბი ბრიჯერსი (Ghost in the Machine), ტრევის სკოტი (Open Arms), დონ ტოლივერი (Used) და Ol’ Dirty Bastard (Forgiveless). ალბომში ასევე შესულია უკვე გამოცემული სინგლები:Good Days, I Hate U, Shirt და სრული ვერსია სიმღერისა Blind, რომელიც არტისტმა Saturday Night Live-ის ეთერში შეასრულა.

Billboard-თან საუბრისას, SZA-მ ახალი ალბომი თავის ყველაზე გაბედულ ნამუშევრად აღწერა.

მოუსმინეთ სრულ ალბომს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონი, 2017 წლის 3 ივნისს, ლონდონში. ფოტო: იან გავანი

ელტონ ჯონმა ტივტერი  დეზინფორმაციის გავრცელების გამო დატოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი