არიანა გრანდემ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მდებარე საავადმყოფოების პატარა პაციენტებს საჩუქრები გაუგზავნა. მანჩესტერი სწორედ ის ქალაქია, რომელშიც წლების წინ მომღერლის კონცერტის მსვლელობისას, ტერორისტული აქტის მოხდა და 22 ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა.
საჩუქრების მიღების შემდეგ, მანჩესტერის სამეფო საბავშვო საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მომღერალს ტვიტის მეშვეობით მიმართა – „მადლობა არიანა! შენგან საშობაო საჩუქრების მიღებამ ძალიან გაგვახარა.“
არიანა გრანდეს თავისი ქველმოქმედების შესახებ განცხადება არ გამოუქვეყნებია. ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარისათვის Billboard მომღერლის წარმომადგენელს თავადვე დაუკავშირდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ახალგაზრდა პოპ ვარსკვლავი ბავშვთა საავადმყოფოებს ყოველწლიურად უგზავნის საჩუქრებს.
ამ წლების განმავლობაში, არიანა გრანდე მომხდარს არაერთხელ გამოეხმაურა. მან ტერორისტების მსხვერპლი ადამიანები საჯაროდ რამდენჯერმე გაიხსენა და დაღუპულებს პატივი მიაგო.