შეხვდით ძველით ახალ წელს „რესპუბლიკაში” ჯგუფ Imagination-თან ერთად

Club IVERIA თავის წევრებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

ძველით ახალ წელს „რესპუბლიკაში” ინგლისური ფანკ-ჯგუფი Imagination დაუკრავს. ჯგუფი 1981 წელს დაარსდა და სახელი Imagination ჯონ ლენონის პატივსაცემად დაერქვა. ამ წელს გამოვიდა მათი პირველი სინგლი Body Talk და შემდეგ ამავე სახელწოდების ალბომიც.

ბოლო სამი ათწლეულია Imagination, სოლისტთან, ლიი ჯონთან ერთად, ბრიტანული სოულისა და ფანკის შეუცვლელ შემსრულებლად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით ჯგუფი  4 პლატინის, 9 ოქროსა და 12-ზე მეტი ვერცხლის დისკის მფლობელია. Მათი ჰიტები In And Out Of Love, Flashback, Music And Lights, In The Heat Of The Night და Just An Illusion მსოფლიოს 28 ქვეყნის ჩარტებში ლიდერობდა. ჯგუფი არაერთხელ მოხვდა ბილბორდის რეიტინგებშიც.

Imagination ყოველთვის გამოირჩევა თამამი კოსტიუმებითა და ენერგიული სასცენო დადგმებით. მათ სცენის ხელოვანებსაც კი უწოდებენ. 80-იანი წლების საკულტო შემსრულებლები მომავალი თაობის პოპვარსკვლავების შთაგონების წყაროდ იქცნენ. 

დასაწყისი: 22:00 საათი

Club IVERIA თავის წევრებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. 

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Finneas ბილი აილიშს იცავს: „ის 21 წლის ზრდასრული ადამიანია”

შემდეგი სტატია

8 იანვარს MONO HALL-ში ნინი ნუცუბიძის, გიორგი გიგაშვილის და Janngo-ს კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი