სახელგანთქმული ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი 29 დეკემბერს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი დიზაინერის მოდის სახლის ტვიტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ვესტვუდი ლონდონში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. გამოქვეყნებულ პოსტში ასევე ვკითხულობთ – „სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლისათვის ვივიენის მსგავსი ადამიანების არსებობაა საჭირო.“
ვივიენ ვესტვუდმა მოდის სამყაროში სახელი გასული საუკუნის 70-იან წლებში გაითქვა. ვესტვუდი პანკის სტილის, წინააღმდეგობრივი და ანდროგენული დიზაინით გახდა პოპულარული. ახალი ტალღის სტილის კერპად მიჩნეული ვესტვუდი ცნობილი აქტივისტიც იყო. ხშირად, მისი ჩვენებები საზოგადოებას კლიმატის ცვლილებების შესახებ გზავნილებს გადასცემდა.
წლების განმავლობაში, ვივიენ ვესტვუდი არაერთი ვარსკვლავისათვის რჩეულ დიზაინერად მიიჩნეოდა. მისი კოსტიუმებით სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები წითელ ხალიჩასა თუ ჟურნალების გარეკანზე საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ.
ვივიენ ვესტვუდის უნიკალური მემკვიდრეობის გასახსენებლად, გთავაზობთ Billboard-ის რჩეულ რამდენიმე ფოტოს, რომელშიც მუსიკოსებს დიზაინერის კოსტიუმები აცვიათ.
ადელი
მუსიკალურ ვიდეოში – Oh My God ადელს ვივიენ ვესტვუდის წითელი კოსტიუმი აცვია.
Sex Pistols
Sex Pistols-ის წევრები God Save The Queen-ის სახელით ცნობილი მაისურებით პოზირებენ.
მადონა
მადონა ვესტვუდის ე.წ. Boy Toy ჯინსის მოსაცმლით.
ჰარი სტაილსი
ჰარი სტაილსი BBC-ის მთავარ სამაუწყებლო ოფისთან.
ზენდეია
ზენდეია ფილმ Dune-ის პრეს-ტურის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
Halsey
მომღერალი 2019 წლის Vanity Fair Oscar Party-ის ვივიენ ვესტვუდის კოსტიუმით დაესწრო.
ოლივია როდრიგო
ოლივია როდრიგო ვესტვუდის კაბით GRAMMY-ის 64-ე დაჯილდოებაზე.
დუა ლიპა
დუა ლიპა The BRIT Awards 2021-ის მიღებაზე.
ფარელ უილიამსი
ფარელ უილიამსი GRAMMY-ის 56-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე.
ლანა დელ რეი
2012 წლის BRIT Awards-ის წითელ ხალიჩაზე მომღერალი ვესტვუდის წითელი კაბით გამოჩნდა.
ლედი გაგა
ლედი გაგა 2013 წელს ე.წ. Mad Hatter კოსტიუმით.
Jessie J
Jessie J 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ღონისძიებაზე.
FKA Twigs
ვარსკვლავმა 2019 წლის „სანდენსის“ კინოფესტივალზე რენესანსის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმი მოირგო.
Charli XCX
GQ Men Of The Year Awards-ის 2019 წლის ცერემონიას მომღერალი ოქროსფერი კოსტიუმით ესწრებოდა.
პერის ჯექსონი
პერის ჯექსონი 2019 წლის Vanity Fair Oscar Party-ის მიღებაზე.
კორტნი ლავი
კორტნი ლავი ლოს ანჯელესში გამართულ Gay & Lesbian Center-ის ღონისძიებაზე ვივიენ ვესტვუდის შავი კაბით გამოჩნდა.