ინტერნეტში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტეილორ სვიფტის კატა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ შინაურ ცხოველებს შორის, მესამე ადგილს იკავებს. შოტლანდიური ფოლდის, სახელად ოლივია ბენსონის ქონება 97 მილიონ დოლარად შეფასდა. ეს მონაცემები პლატფორმა All About Cats-მა გამოაქვეყნა.
სარეიტინგო სია ინსტაგრამის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით შეადგინეს. ქონების შეფასებისას, სოციალური მედიის მიღმა არსებული კომერციული პროექტებიც გაითვალისწინეს.
სარეიტინგო სიის შესავალ ტექსტში ვკითხულობთ – „ოლივიამ, როგორც ინსტაგრამზე, ასევე მის მიღმაც გაითქვა სახელი. შოტლანდიურმა ფოლდმა ქონების დიდი ნაწილი გამოიმუშავა მუსიკალური ვიდეოებიდან, რომლებშიც ის თავის პატრონთან ერთად მონაწილეობს. ოლივიამ თავისი მერჩენდაიზის ხაზიც გამოუშვა და არაერთი მაღალბიუჯეტიანი რეკლამის სცენებშიც გამოჩნდა“
ოლივიამ ტეილორ სვიფტთან ერთად მონაწილეობა DirectTV-ის, Diet Coke-ისა და AT&T-ის რეკლამებში მიიღო . შოტლანდიური ფოლდი მსმენელმა ასევე იხილა სვიფტის ისეთ ცნობილ მუსიკალურ ვიდეოებში, როგორებიც არის Me! და Blank Space.
სარეიტინგო სიაში ოლივიას მხოლოდ ორმა შინაურმა ცხოველმა გაუსწრო. პირველი ადგილი დაიკავა გერმანულმა ნაგაზმა, სახელად გიუნტერ VI-მ, რომლის ქონებამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ინსტაგრამის ვარსკვლავი კატა, სახელად ნალა, რომლის ქონებაც 100 მილიონ დოლარს აღწევს. ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველების სიაში ასევე შეხვდებით ოპრა უინფრის ხუთ ძაღლს, გარდაცვლილი დიზაინერის – კარლ ლაგერფელდის კატა შუპეტს და ბეტი უაიტის ლეკვ პონტიაკს.
ნახეთ ტეილორ სვიფტის კატა, ოლივია ბრენსონი: