რინგო სტარი და მისი All Starr ბენდი 2023 წლის საგაზაფხულო ტურნეს აანონსებს

The Beatles-ის დრამერი ტურნეს მაისიდან დაიწყებს.
რინგო სტარი მისი და All Starr ბენდის კონცერტზე 2019 წელს
Kevin Winter/GI

რინგო სტარმა 2023 წლის საგაზაფხულო ტურნეს თარიღები გამოაცხადა. The Beatles-ის დრამერისა და მისი ცნობილი მეგობრების ტურნე სტარტს 19 მაისს აიღებს და 17 ივნისს დასრულდება.

„ახალი წელია და ჩვენც ახალი ტურნეს თარიღებს ვაცხადებთ,” – თქვა რინგო სტარმა. „Მე მიყვარს All Starr ბენდთან ერთად დაკვრა და ერთი სული მაქვს, როდის დავადგებით ტურნეს გზას. ყველა თქვენგანს გისურვებთ მშვიდობასა და სიყვარულს და იმედი მაქვს, რომ შეგხვდებით.”

რინგო სტარის All Starr ბენდის შემადგენლობა ასეთია: ვოკალი – კოლინ ჰეი, გიტარა – სტივ ლუკათერი, დრამი – გრეგ ბისონეტი, კლავიში – ედგან უინტერი, Ბასი – ჰამიშ სტიუარტი, Მულტიინსტრუმენტალისტი უორენ ჰემი და, რა თქმა უნდა, თავად რინგო სტარი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ კარტერი ძმის, აარონ კარტერის ხსოვნას სიმღერას უძღვნის

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და კატო კვარაცხელიას კონცერტი ორბელიანის მოედანზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი