ჯენიფერ ლოპესი პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსებაზე საუბრობს: „ხანდახან ძალიან მიჭირს”

მომღერალი თავის წუხილს ახალ ალბომში გააზიარებს.
ჯენიფერ ლოპესი ფილმის Shotgun Wedding პრემიერაზე
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ჯენიფერ ლოპესმა ახალი ფილმის Shotgun Wedding პრემიერაზე გაამხილა, თუ როგორ უთავსებს ერთმანეთს პირად ცხოვრებასა და კარიერას.

„ყველანაირად ვცდილობ, როგორც შემიძლია,” –  აღნიშნა ვარსკვლავმა. ლოპესს ორი შვილი ჰყავს. მის მეუღლეს ბენ აფლეკს კი – სამი. „ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ წუხილს აზიარებს. არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა, რადგან არტისტი ვარ. მეც ადამიანი ვარ სხვებივით და ხანდახან მეც ჩუმად ვიტანჯები.”

მომღერალმა დაამატა, რომ სწორედ ეს სიტუაცია დაეხმარა ახალი ალბომის გამოშვებაში This Is Me… Now, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი გაგრძელებაა 2002 წლის ალბომის This Is Me… Then. „ამ ალბომზე ბევრი ვიფიქრე – ჩემს რა ნაწილს ვუზიარებ აუდიტორიას? რას ნიშნავს იყო არტისტი და იყო ავთენტური? მგონია, რომ არის რაღაცები, რაც უნდა ითქვას და გაზიარდეს, რადგან ხშირია ასეთი დამოკიდებულება: „შენ ხომ ყველაფერი გაქვს.” მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორიც ნებისმიერი სხვა. ხანდახან ძალიან მიჭირს, ხანდახან ძალიან ვეჭვობ და ხანდახან დაუცველი ვარ,” – თქვა ლოპესმა. 

ალბომის გარდა, ლოპესმა კიდევ რამდენიმე პროექტიც დააანონსა. „წელს ბევრი გეგმა მაქვს. ბევრ რამეს გავამხელ და ბედნიერი ვარ ამით. ბედნიერი ვარ ამის გაზიარებით.”

Რაც შეეხება ოჯახს, ლოპესი ამბობს, რომ საქმე კარგად მიდის. „ჩვენ ხუთი მშვენიერი შვილი გვყავს. ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორი გახდა ჩვენი ცხოვრება და ნამდვილად მადლობელი ვართ იმისთვის, სადაც ცხოვრებამ მოგვიყვანა.” 

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წლის ივლისში დაქორწინდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დაიან კიტონი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მაილი საირუსის Flowers-ზე ცეკვავს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე Billboard-ის მე-13 ყოველწლიურ Women In Music ღონისძიებაზე. 2018 წლის 6 დეკემბერი, ნიუ-იორკი. ფოტო:ანჯელა უეისი

არიანა გრანდეს პასუხი კრიტიკაზე, თითქოს „იგი მომღერალი აღარ არის” 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი