ეშტონ კატჩერმა ჰარი სტაილსს ბოდიში მოუხადა

„თავს სულელად ვგრძნობ, ამიტომ მინდა, ბოდიში მოვიხადო“


გამოცემა Esquire-თან ინტერვიუში მსახიობმა ეშტონ კატჩერმა გაამხილა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე ჰარი სტაილსი ვერ იცნო. როგორც კატჩერმა აღნიშნა, იგი და მილა კუნისი სტაილსს მეზობლის სახლის წვეულებაზე შეხვდნენ.  

„ჩვენს მეზობლად ცნობილი მომღერალი ცხოვრობდა .ერთხელ მან კარაოკე წვეულება გამართა, რომელზეც მე და მილაც ვიყავით მიწვეული. ერთ-ერთმა სტუმარმა ABBA-ს სიმღერის შესრულება დაიწყო. როდესაც დაასრულა და სცენიდან ჩამოვიდა, მე და მილა მივუახლოვდით და ვუთხარი – „ძალიან კარგი იყავი“ მან კი მიპასუხა – „მადლობა, ამას ძალიან ვაფასებ“ – გაიხსენა ეშტონ კატჩერმა, თუმცა ნახსენები ცნობილი მეზობლის ვინაობა არ დააკონკრეტა.

მსახიობის თქმით, მოგვიანებით, მან და მილა კუნისმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ წვეულებაზე ABBA-ს შემსრულებელი სტუმარი ჰარი სტაილსი იყო. 

ის პროფესიონალი მომღერალია, ჩვენ კი ვუთხარით, რომ კარგად იმღერა. თავს სულელად ვგრძნობ. Ჰარი სტაილს, მინდა ბოდიში მოგიხადო, თუმცა კარაოკეში მართლაც ძალიან კარგი ხარ.“- თქვა ეშტონ კატჩერმა. 

აღსანიშნავია, რომ ეს ინტერვიუ ჰარი სტაილსის დაბადების დღის წინა დღეს გამოქვეყნდა. პირველ თებერვალს, პოპ მომღერალი 29 წლის გახდა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ეშტონ კატჩერი ჰარი სტაილსთან დაკავშირებულ ისტორიას ჰყვება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი სოციალურ მედიას დაუბრუნდა

შემდეგი სტატია

ოზი ოზბორნმა ტურნეები დაასრულა, თუმცა აღნიშნა: „ჩემი მიზანია, სცენაზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი