Bon Jovi-ის ჰიტის, Livin’ On a Prayer-ის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

Ვიდეო 1987 წელს, ლოს ანჯელესის Grand Olympic Auditorium-ზეა გადაღებული

Bon Jovi-ის მუსიკალურ ვიდეოს, რომელიც სიმღერაზე – Livin’ On a Prayer არის გადაღებული, YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს. Livin’ On a Prayer ჯგუფის 1986 წლის ალბომში, სახელდოებით Slippery When Wet არის შესული. 

მუსიკალური ვიდეო ლოს ანჯელესის Grand Olympic Auditorium-ზე 1987 წელს არის გადაღებული. კლიპში თავად ჯონ ბონ ჯოვი და ბენდის სხვა წევრები მონაწილეობენ. 

YouTube-ის მონაცემების მიხედვით, Livin’ On a Prayer-ის შავ-თეთრი ვიდეო Bon Jovi-ის მეორე კლიპია, რომელმაც მილიარდ ნახვას გადააჭარბა. პირველი ასეთი ვიდეო  It’s My Life არის. 

2022 წლის ივნისში, Bon Jovi-ის ერთ-ერთი წევრი, ალეკ ჯონ საჩი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1983-დან 1994 წლამდე ის ბენდის ბასისტი იყო. მუსიკოსის გარდაცვალებას კოლეგები სოციალურ მედიაში გამოეხმაურნენ და მწუხარება გამოთქვეს. როგორც Bon Jovi-ის წევრებმა  აღნიშნეს, ალეკ ჯონ საჩი ბენდის მნიშვნელოვანი წევრი და ბავშვობის მეგობარი იყო. 

ნახეთ Livin’ On a Prayer-ის მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არტისტები, რომლებიც 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებენ

შემდეგი სტატია

ადელმა ის ერთადერთი მიზეზი გაამხილა, რის გამოც სუპერ თასზე მიდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი