ამერიკულ მუსიკალურ მეგა შოუ American idol-ში ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ჟიურის წინაშე წარსდგა და შემდეგ ტურში გადავიდა. American idol-ის ჟიურის ვარსკვლავური წევრები არიან კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი.
ნუცამ შოუში ორი სიმღერა კრისტინა აგილერას – Lady Marmalade და უიტნი ჰიუსტონის Greatest love of All შეასრულა, რამაც ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა და კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა.
„ჩვენ ყველანი ნუცა ბუზალაძეზე ვგიჟდებით, J.Lo საქართველოდან!🕶 #IDOL“. ასე აფასებს American idol-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ქართველი მომღერლის გამოსვლას.
„მოგეხსენებათ American idol არის მეგა შოუ, რომელსაც ზოგადად მსოფლიო შოუ ბიზნესის სატელევიზიო შოუებში ბადალი არ ჰყავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი ფაქტი ჩვენთვის და რეგიონისთვის. პირველ რიგში მიხარია, რომ ეს შეძლო ნუცამ და ვფიქრობ სხვას არც არავის ჰქონდა ალტერნატივა, რომ ყოფილიყო და ეს ძალიან სასიხარულოა. უკვე ის არის დიდი წარმატება, რომ ჟიურიში ლეგენდარული ლიონელ რიჩი და კეტი პერი იყო და მათი წარდგენა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. მინიმუმ მათმა თაყვანისმცემლებმა გაიცნეს. მათი რეაგირება და მათი რეაქცია ნახეთ, კეტი პერი ფეხზე წამოუდგა ნუცას და ტაშს უკრავდა. ზედმეტსახელიც შეარქვეს „J.Lo საქართველოდან“, კიდევ უფრო ბევრი სიურპრიზი ელოდება მაყურებელს.“ – რატი აბზიანიძე ნუცა ბუზალაძის მენეჯერი.
ნახეთ ნუცა ბუზალაძის ვიდეო American idol-ში