MokuMoku ახალ ალბომში შემავალ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს

„ამ ალბომში იმ MokuMoku-ს მოისმენთ, რომელიც აქამდე Off The Record იყო.”

MokuMoku ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აზიარებს. Ghost Moon – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც ჯგუფმა ახალი ალბომის პრეზენტაციამდე 2 დღით ადრე გამოაქვეყნა.

ტატო რუსია:

„Ghost Moon არის სიმღერა ადამიანურ განცდებზე, გარკვეულ ესკაპიზმზე. ეს არის კომპოზიცია თავისუფალი შინაარსით, რომ მსმენელმა თავად გააკეთოს საკუთარი ინტერპრეტაცია. ვიდეოს რაც შეეხება, მასში გადმოცემულია ის ესთეტიკა და გარემო, რომელშიც სიმღერის მთავარი გმირი იმყოფება.”

Ghost Moon ერთ-ერთი კომპოზიციაა ჯგუფის ახალი ალბომიდან Off The Record, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 2 მარტს Mono Hall-ში შედგება.

„ალბომი 11 ტრეკისგან შედგება და ძალიან განსხვავებულია წინა ალბომებისგან და იმ მუსიკისგან, რასაც მანამდე ვაკეთებდით. მართალია, ვიწრო წრეებისთვის არ იქნება სიურპრიზი, რომ ჩვენ ამ მუსიკასაც ვაკეთებთ და გვიყვარს, მაგრამ ასე საჯაროდ ეს არასდროს გაგვიცხადებია. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ალბომში იმ MokuMoku-ს მოისმენთ, რომელიც აქამდე Off The Record იყო.”

ალბომის პრეზენტაციამდე MokuMoku-ს ოფიციალურ გვერდებზე ვრცელდებოდა ე.წ. Shred-ები – მოკლე ვიდეოები, რომელთა მიზანიც, ჯგუფის თქმით,  მსმენელისთვის ალბომის ესთეტიკაზე წინასწარი წარმოდგენის შექმნა იყო. ვიდეოებში გაჟღერებული მუსიკა კი სწორედ Off The Record-ში შემავალი ტრეკების მონაკვეთებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე  გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„რადიოსადგური ვარ, რომელიც საზღვრებიდან მაუწყებლობს“ –  ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი