ბილი აილიში და ფინეასი ოსკარების დაჯილდოებაზე სიმღერას No Time To Die შეასრულებენ

ფოტო: Ian Gavan/Getty Images

გრემის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსები, ბილი აილიში და ფინეასი 28 მარტს ოსკარების რიგით 94-ე დაჯილდოების სცენაზე პერფორმანსით წარდგებიან და მაყურებლებს სიმღერას No Time To Die შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter ავრცელებს. როგორც ცნობილია, კომპოზიცია ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ამავე დასახელების ფილმის საუნდტრეკია.

აღსანიშნავია, რომ და-ძმა სწორედ ზემოხსენებული ნამუშევრით იბრძვის კინოაკადემიის ჯილდოსთვის წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში. 20 და 24 წლის არტისტები ამ კატეგორიაში ფავორიტებად ითვლებიან, რადგანაც მათ უკვე ისეთ ღონისძიებებზე მოიპოვეს გამარჯვება, როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, გრემი, კრიტიკოსების რჩეული და სხვა.

გასული ათწლეულის განმავლობაში ჯეიმს ბონდის შესახებ შექმნილ ფილმებში გამოყენებულმა ორმა კომპოზიციამ მიიღო ოსკარი. ესენია 2012 წლის ფილმიდან Skyfall ამავე სახელწოდების სიმღერა ბრიტანელი ადელის შესრულებით და სემ სმიტის Writing’s on the Wall 2015 წლის კინოსურათიდან Spectre.

ბილი და ფინიასი მაყურებელმა ოსკარების დაჯილდოების სცენაზე ერთხელ უკვე იხილა. მათ 2020 წლის ღონისძიებაზე ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის ჰიტი Yesterday შეასრულეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

შემდეგი სტატია

უილ ბათლერმა ჯგუფი Arcade Fire დატოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი