უილ ბათლერმა ჯგუფი Arcade Fire დატოვა

ფოტო: Will Butler

ცნობილი კანადური ინდი როკ ბენდის Arcade Fire წევრმა, მულტიინსტრუმენტალისტმა უილ ბათლერმა კოლექტივი დატოვა. ამის შესახებ თაყვანისმცემლებს მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით აცნობა. არტისტი, რომელიც ჯგუფის ფრონტმენის, უინ ბათლერის ძმაა, გაერთიანების შემადგენლობაში 2004 წლიდან მოღვაწეობდა და ბენდის სადებიუტო ალბომშიც მონაწილეობდა.

“გამარჯობა, მეგობრებო – მე დავტოვე Arcade Fire გასული წლის ბოლოს, როდესაც ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დავასრულეთ. მიზეზი ისაა, რომ შევიცვალე, ბენდიც შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სიახლეების დროა. ამჟამად ახალ მუსიკაზე ვმუშაობ და ზაფხულისთვის კონცერტებს ვგეგმავ. მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს შოუებს სტუმრობდა, ყიდულობდა ალბომებს და, უბრალოდ, უყვარდა Arcade Fire-ს კომპოზიციები. ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი ვიყავი. მადლობა მთელ გუნდს, მენეჯმენტს, ლეიბლს, იმ ჯგუფებსა თუ არტისტებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ხედვებისთვის სიცოცხლე შთაგვებერა. კოლექტივის ბიჭები ჩემს მეგობრებად და ოჯახის წევრებად რჩებიან”, – დაწერა უილ ბათლერმა ტვიტერზე.

ჯგუფის მომავალი, რიგით მეექვსე ჩანაწერი WE გაყიდვაში მიმდინარე წლის 6 მაისს ჩაეშვება. მასში ბენდის ახალი სიმღერა “The Lightning I, II” იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს ბილბორდის ალბომების ჩარტის, Billboard 200-ის სათავეში Arcade Fire-ს სამი ნამუშევარი The Suburbs, Reflektor და Everything Now მოხვდა, ხოლო 2007 წლის სტუდიური ალბომი Neon Bible მეორე ადგილს დასჯერდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში და ფინეასი ოსკარების დაჯილდოებაზე სიმღერას No Time To Die შეასრულებენ

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Charli XCX ახალ ალბომს Crash ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი