ბიონსემ და ტონი ბენეტმა ლედი გაგას დაბადების დღე მიულოცეს

ფოტო: AFP

ცნობილ ამერიკელ პოპვარსკვლავს, ლედი გაგას 28 მარტს 36 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მუსიკოსმა თავისი ფონდისთვის Born This Way ფანდრაიზინგი წამოიწყო.

“ჩემი დაბადების დღისა და ფონდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაცხადებ ფანდრაიზინგს. შედეგად ჩვენ განვაგრძობთ ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მათთვის შესაბამისი რესურსების მიწოდებით”, – დაწერა გაგამ ტვიტერზე და დონაციის გვერდიც გააზიარა.

არტისტის მრავალწლიანმა მუსიკალურმა პარტნიორმა, ტონი ბენეტმა მეგობარს დაბადების დღე მოკლე ვიდეოს საშუალებით მიულოცა.

“დაბადების დღეს ვულოცავ შეუდარებელ ლედი გაგას. ათწლიანი მეგობრობის განმავლობაში შენ ჩემი ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალე. პატივია, გიცნობდე, როგორც მეგობარს, არტისტსა და ნიუ იორკელს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ”, – დაწერა ბენეტმა ტვიტერზე.

გაგას დაბადების დღე ბავშვობის ფოტოს საშუალებით მიულოცა ცნობილმა პოპ შემსრულებელმა ბიონსემაც, რომელმაც მასთან 2009 წელს კომპოზიციებზე Telephone და Video Phone ითანამშრომლა. 

იუბილემდე ერთი დღით ადრე გაგა ოსკარების დაჯილდოების სცენაზე წარდგა. მან მომღერალ ლაიზა მინელისთან ერთად წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გამოაცხადა. 

12 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა. მისი ხუთი სტუდიური ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Muse უკრაინის დასახმარებლად კონცერტებს გამართავს

შემდეგი სტატია

რემი მა: Doja Cat რეპერი არ არის

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი