წარმოშობით კუბელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ და ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, ედ შირანმა ტელეკომპანია ITV-ს საქველმოქმედო კონცერტში Concert for Ukraine მიიღეს მონაწილეობა და მაყურებლის წინაშე ახალი ერთობლივი კომპოზიცია Bam Bam ცოცხლად პირველად შეასრულეს. ნამუშევარი ბილბორდის ცხელ ასეულში 23-ე ადგილზეა მოხვედრილი.
კონცერტის გამართვამდე კამილამ ვიდეოპლატფორმა TikTok-ზე ორი ახალი კომპოზიციის ნაწყვეტები გააჟღერა. სიმღერები ალბომში Familia იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვებაც 8 აპრილსაა დაგეგმილი.
@camilacabello Out on the album April 8. 🫀 presave link is in my bio
ედ შირანი კი ამჟამად კვლავ თავისი 2021 წლის ალბომის “=” პრომოუშენს ეწევა, რომელშიც შედის ტეილორ სვიფტთან ერთად ჩაწერილი სიმღერის The Joker and The Queen რემიქსი და როკ ჯგუფ Bring Me the Horizon-თან თანამშრომლობით შექმნილი სინგლი Bad Habits.
კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც მიიღო. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული გამოდგა სინგლები Havana და Senorita, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდნენ. პირველმა მათგანმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო გახდა პირველი ესპანურენოვანი ქალი, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.
ედ შირანმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ ხუთი სტუდიური ალბომი გამოუშვა. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს კომპოზიციების Shape Of You და Thinking Out Loud დამსახურებით გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული.