ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Dancing in the Street ასრულებს

ფოტო: NBC/Getty Images

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, სამი გრემის მფლობელმა კელი კლარკსონმა საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ცნობილი ლეიბლის Motown წევრი გოგონათა ბენდის Martha Reeves & The Vandellas ჰიტი Dancing in the Street შეასრულა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა კეისი მასგრეივსის High Horse იმღერა

Dancing in the Street ცნობილმა მუსიკოსმა მარვინ გეიმ, მიკი სტივენსონმა და აივი ჯო ჰანთერმა დაწერეს. ნამუშევარმა 1964 წელს ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილი დაიმსახურა. სიმღერა არაერთ ცნობილ შემსრულებელს აქვს დაქავერებული, მათ შორის არიან ჯგუფები: The Mamas & the Papas, The Kinks, The Grateful Dead და Van Halen. აღსანიშნავია მიკ ჯაგერისა და დევიდ ბოუის ვერსიაც, რომელიც 1985 წელს გავრცელდა და ბილბორდის ჰიტ-აღლუმში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოტოები გრემის შემდეგ გამართული წვეულებებიდან

შემდეგი სტატია

პოლ მაკკარტნის ბავშვობის სახლში ახალბედა არტისტები სიმღერებს ჩაწერენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი