ცნობილი ამერიკელი პოპ შემსრულებელი, ბრიტნი სპირსი მესამე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გაავრცელა.
“მაუის კუნძულზე გასამგზავრებლად წონაში იმიტომ დავიკელი, რომ შემდეგ ისევ მომემატებინა. ვფიქრობდი, რა დაემართა ჩემს მუცელს. ქმარმა მითხრა, სულელო, საჭმლით ხარ ორსულადო. ტესტი გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ ბავშვს ველოდები. 4 დღის შემდეგ კიდევ უფრო გამეზარდა მუცელი. ორნი თუ არიან, შეიძლება, უბრალოდ, დავკარგო ისინი. გარეთ გასვლას არ ვაპირებ, რადგან პაპარაცები ფულის გამო რას არ იზამენ. რთულია, რადგანაც, ორსულობის პერიოდში პერინატალური დეპრესია მქონდა. აბსოლუტური საშინელება იყო. ქალები მაშინ ამაზე ღიად საუბარს ერიდებოდნენ, რადგანაც ზოგი ფიქრობდა, რომ საშიშია, თუ ორსული ამაზე დაიჩივლებდა. დღეს მსგავს თემებზე უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ. მადლობა ღმერთს, რომ განცდილი ტკივილის ჩვენში ჩაკვლა აღარ გვიწევს. ამჟამად, ყოველდღიურად იოგით ვარ დაკავებული. გავცემ ბევრ სიხარულსა და სიყვარულს”, – დაწერა ბრიტნიმ ინსტაგრამზე.