ნახეთ: Megan Thee Stallion “კოაჩელაზე” ახალ კომპოზიციას ასრულებს

ფოტო: Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ფესტივალ Coachella-ს სტუმარი გახლდათ. მან შეკრებილი მაყურებლის წინაშე ჰიტებთან ერთად ახალი კომპოზიცია შეასრულა, რომლის სახელწოდებაც მუსიკოსს არ განუცხადებია. ნამუშევარი, რომელიც შეურაცხმყოფელ ტექსტს მოიცავს, სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრით, რეპერ თორი ლეინზს ეძღვნება, რომლის წინააღმდეგაც, მეგანის დაჭრის ბრალდებით, სასამართლოში საქმეა აღძრული. 

სთელიონმა “კოაჩელას” სცენაზე აგრეთვე ცნობილი კომპოზიციები WAP და Savage შეასრულა, რომლებიც ქარდი ბისთან და ბიონსესთან ერთად ჩაწერა.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მან გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა. მეგანს სამი გრემის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში. ის მეორე რეპერია ლორინ ჰილის შემდეგ, რომელმაც ეს ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

Tekashi 6ix9ine-ს კომპანია Streamusic სასამართლოში უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი