Tekashi 6ix9ine-ს კომპანია Streamusic სასამართლოში უჩივის

ფოტო: John Parra/GI

ცნობილ ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ Tekashi 6ix9ine-ს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო სტრიმინგ სერვისი Streamusic უჩივის. კომპანიის მიერ ლოს ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, მუსიკოსს ორი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა ექსკლუზიურად მათი აპლიკაციისთვის და ინსტაგრამზე სარეკლამო ვიდეოებიც გამოექვეყნებინა, თუმცა, 150 000-დოლარიანი ჰონორარის მიღების მიუხედავად, ტეკაშის არაფერი გაუკეთებია.

Tekashi 6ix9ine-ისა და ნიკი მინაჟის კლიპმა FEFE იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

“მოსარჩელემ გამოყო მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი პერფორმანსებზე სამუშაოდ, რომელთა ჩატარებაზეც მოპასუხე მხარისგან თანხმობა მიიღო. ჩვენ აღარ გავაგრძელებდით თანამშრომლობას, რომ არა მისი ცრუ დაპირებები”, – ნათქვამია სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებში.

Streamusic რეპერისგან არა მხოლოდ გადახდილი 150 000 აშშ დოლარის დაბრუნებას, არამედ, მიღებული ზიანის საკომპენსაციოდ, დამატებით 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.

პირველი შოუ ჰიპ ჰოპ არტისტს 29 დეკემბერს უნდა გაემართა. კომპანია მას სარეკლამო პოსტების განთავსების შესახსენებლად დეკემბრის დასაწყისში დაუკავშირდა, თუმცა, რვაჯერ მიწერის მიუხედავად, სიქსნაინი მათ არ გამოხმაურებია. საბოლოოდ, რეპერი მათ შეუთანხმდა, რომ პირველ კონცერტს 29 იანვარს ჩაატარებდა, მაგრამ ამის შემდეგ საერთოდ აღარ გამოჩენილა. Streamusic-ის განცხადებით, მათ, როგორც ფინანსური, ასევე, რეპუტაციული ზიანი მიადგათ. ტეკაშის სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

დანიელ ჰერნანდესმა, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2017 წლის კომპოზიციით Gummo გახდა. კიდევ რამდენიმე ჰიტის გამოშვების შემდეგ, 2018 წლის ნოემბერში, მუსიკოსი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად ჰიპ ჰოპ არტისტმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

უარყოფით გამოხმაურებას რეპერისთვის ხელი არ შეუშლია, ახალი ნამუშევრები გაევრცელებინა. 2018 წლის ნოემბერშივე მან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გამოსცა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Megan Thee Stallion “კოაჩელაზე” ახალ კომპოზიციას ასრულებს

შემდეგი სტატია

Brockhampton-მა Coachella-ზე უკანასკნელი ალბომი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი