ნახეთ: ნიკი მინაჟმა კომპოზიციაზე We Go Up კლიპი გადაიღო

ფოტო: Niki Minaj/We Go Up

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, ნიკი მინაჟი ფავიო ფორეინთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე We Go Up გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპში არტისტები მშობლიურ ქალაქში კერძო თვითმფრინავით ჩადიან, შემდეგ კი მის ქუჩებში “ფერარისა” და “ლამბორგინის” მარკის ავტომობილებით დადიან.

აღსანიშნავია, რომ ნიკიმ We Go Up-ის ვიდეორგოლის გამოშვებამდე, გასულ კვირას კოი ლირეისთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Blick Blick გამოაქვეყნა, მანამდე კი გაავრცელა რეპერ ლილ ბეიბის მონაწილეობით შექმნილი კომპოზიციები: Do We Have a Problem? და Bussin,

მიმდინარე წლის თებერვალში, ჯეიმს კორდენის შოუში სტუმრობისას, მინაჟმა გაამხილა, რომ ახალი ალბომი ზაფხულამდე ჩაეშვება გაყიდვაში.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და არაერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მას, მსოფლიო მასშტაბით, 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, რის გამოც კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pusha T მომავალი ალბომის It’s Almost Dry ტრეკლისტს ავრცელებს

შემდეგი სტატია

Megan Thee Stallion, RHCP და სხვები ბილბორდის დაჯილდოებაზე პერფორმანსს გამართავენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი