რეპერ Pooh Shiesty-ს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

ფოტო: Paras Griffin/GI

22 წლის ამერიკელ რეპერს, ლონტრელ უილიამს უმცროსს, ფსევდონიმით Pooh Shiesty, მაიამის ფედერალურმა სასამართლომ ხუთი წლისა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 22 წლის ტენესელ არტისტს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ჩადენის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროკურორებთან თანამშრომლობის შედეგად მას სამი ბრალდება მოეხსნა, მათ შორის იარაღიდან გასროლა, რაც უფრო მძიმე დანაშაულია.

საქმე ეხება 2020 წლის ოქტომბერში ფლორიდაში, ბეი ჰარბორ აილენდსზე მდებარე სასტუმროში Landon Hotel მომხდარ შემთხვევას, სადაც რეპერი მეგობრებთან ერთად მარიხუანისა და სპორტული ფეხსაცმლის შესაძენად მივიდა. გამყიდველებთან შეხვედრა კი სროლით დასრულდა.

ჰიპ ჰოპ არტისტს ბრალი 2021 წლის ივნისში წარუდგინეს, იარაღის ფლობისა და გასროლის გარდა, მას ყაჩაღობის ორ შემთხვევაში ადანაშაულებდნენ.

ფუ შაისთის რეპერ გუჩი მეინის 1017 Records-თან და გავლენიან ლეიბლ Atlantic Records-თან აქვს კონტრაქტები გაფორმებული. მან პოპულარობა 2020 წლის სინგლით Back in Blood მოიპოვა, რომელიც მუსიკოს Lil Durk-თან ერთად ჩაწერა. 2021 წელს შემსრულებელმა სადებიუტო მიქსტეიპი Shiesty Season გამოუშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსის კლიპმა That’s What I Like იუთუბზე 2 მილიარდი ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky ლოს ანჯელესის აეროპორტში დააკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი