ნახეთ: რეპერი Future ახალი ალბომის გარეკანს აქვეყნებს

ფოტო: Meredith Jenks/Billboard

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Future რიგით მეცხრე ალბომს I NEVER LIKED YOU აანონსებს, რომელიც გაყიდვაში 29 აპრილს ჩაეშვება. მუსიკოსმა სტუდიური ჩანაწერის გარეკანიც გამოაქვეყნა.

ეს Future-ს პირველი სტუდიური ალბომი იქნება 2020 წლის ნამუშევრის High Off Life შემდეგ. ცნობილია, რომ მასში წარმოდგენილი იქნება რეპერებთან: განასთან, ქანიე ვესთთან და დრეიქთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული კომპოზიციები. ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში მუსიკოსმა განაცხადა, რომ I NEVER LIKED YOU მისი ყველაზე პირდაპირი ალბომი იქნება.

“მასში ჩემს თავს ვდებ. სამყაროს ვუზიარებ ჩემი ცხოვრების სტილს, ტკივილს, აღმასვლებსა და დაღმასვლებს. მე მჯერა სამყაროს ენერგიის. ამიტომაც, შელამაზების გარეშე წარმოვაჩენ საკუთარ თავს, რადგან მსურს, ის გამოსწორდეს. არ მინდა, რომ ვცდებოდე. მზად ვარ, ჩემი თავი სრულად გაგიზიაროთ, თქვენ კი მეტყვით, როგორ გავხადო ის უკეთესი. ამ ნამუშევრით მსურს, ხალხს ვაჩვენო ჩემი უნარები, მოვასმენინო მელოდიები, ვესაუბრო სხვადასხვა თემაზე, ჩემს სისუსტეებზე ღიად ველაპარაკო. მე ტკივილს გარდავქმნი ბრილიანტებად დახუჭული თვალებით”, – აღნიშნა მუსიკოსმა ინტერვიუში.

ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის ექვსი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Psy-ს სინგლის That That პროდიუსერი BTS-ის შუგა იქნება

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ახალ კომპოზიციას I Feel Funny ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი