მიკ ჯაგერმა დაასახელა მუსიკოსები, რომლებიც დღეს როკს აცოცხლებენ

ფოტო: Scott Legato/GI

ცნობილმა ინგლისელმა როკ ვარსკვლავმა, ჯგუფ The Rolling Stones-ის ვოკალისტმა, მიკ ჯაგერმა, შვედურ რადიოსადგურთან P4 ინტერვიუში როკ მუსიკის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას, დაასახელა მუსიკოსები, რომლებიც დღეს ჟანრს აცოცხლებენ.

“როკ მუსიკის შესასრულებლად დიდი ენერგია გჭირდება, ახალ თაობაში კი ცოტა როკ მომღერალია. დღეს გვყავს Yungblud და Machine Gun Kelly – ვფიქრობ, რომ მათი დამსახურებით ცოტა მაინც ცოცხლობს როკ-ენ-როლი”, – აღნიშნა 78 წლის ჯაგერმა.

მუსიკოსი ინტერვიუში აგრეთვე შეეხო The Rolling Stones-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტების სერიას და თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ ეს არ იქნება მათი უკანასკნელი ტურნე. 

“ეს არ იქნება ჩვენი უკანასკნელი ტურნე, მიყვარს გასტროლები. მე მათ არ დავგეგმავდი, რომ არ მანიჭებდეს სიამოვნებას. მომწონს სცენაზე გამოსვლა და ჩემი საქმის კეთება. მინდა, რომ ადამიანები გაერთონ და დაივიწყონ თავიანთი პრობლემები რამდენიმე საათით”, – განაცხადა შემსრულებელმა.

საკულტო ჯგუფი “როლინგ სთოუნზი” ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშმა Nike-თან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის ბურთი Dr. Dre-ს, ემინემის და სხვების ავტოგრაფებით აუქციონზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

„გამარჯვება ერთისთვის ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის,” - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

ფილმი იმ გულშემატკივრებზეა ფოკუსირებული, ვისზეც ბენდმა ცხოვრებისეული გავლენა მოახდინა, რეჟისორი კი Metallica-ს დიდი ხნის მეგობარი იონას აკერულნდია.
მეტი
Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

გარდა მუსიკისა, ჯგუფმა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მათ უნიკალურ კონტენტს, ალბომის მასალებსა და ინტერაქციას სთავაზობს.
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი