ჰოლზი: ქრონიკული დაავადების გამო საავადმყოფოში მომიწია დაწოლა

ფოტო: Miller Mobley/Billboard

ამერიკელი პოპ შემსრულებელი, ჰოლზი მცირე ხნით მუსიკალურ პაუზას აანონსებს. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაუზიარა.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის ახალი პრობლემების გამო საავადმყოფოში არაერთხელ მომიწია დაწოლა. მაქსიმალურად ვცდილობ, რიტმს არ ჩამოვრჩე: გრემი, კოაჩელა და ა.შ. მაგრამ ჩემი სხეული უკვე სერიოზულ პროტესტს მიცხადებს. მოითხოვს, რომ შევნელდე ან სულაც გავჩერდე. შესაბამისად, ტურნესთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები. ქრონიკული დაავადება კომპლექსურია და ამოუცნობი. თუ მომიწია, მცირე ხნით პაუზის აღება, ცუდად არ მიიღოთ. ძალიან მძიმე პირობების ქვეშაც ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

არტისტს არაერთხელ გაუმხელია, რომ ის ენდომეტრიოზითაა დაავადებული. მან 2017 წელს ტკივილის შესამსუბუქებლად ქირურგიული ოპერაციაც გაიკეთა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლზიმ წლევანდელი გრემის დაჯილდოების ცერემონიაც ოპერაციის გამო მალევე დატოვა, მას შემდეგ, რაც წითელ ხალიჩაზე გაიარა და BTS-ის პერფორმანსი იხილა.

“ბოლოს ამ ღონისძიებას 2017 წელს დავესწარი, ოპერაცია სულ 3 დღის გაკეთებული მქონდა და ჭრილობა ჯერ არ იყო შეხორცებული. ხვალ ვესწრები გრემის და გამოიცანით, როდის ჩავიტარე პროცედურა? დიახ, 3 დღის წინ. ამას იმიტომ ვწერ, რომ, თუ დამინახავთ, ნაზად მომეპყარით, თორემ დავიშლები”, – დაწერა მომღერალმა დაჯილდოებამდე სოციალურ ქსელში.

შემსრულებლის ამერიკული ტურნე Love and Power tour მიმდინარე წლის 17 მაისს ფლორიდაში დაიწყება და 9 ივლისს კალიფორნიაში დასრულდება. ამასთან, 31 ივლისს დაგეგმილია შოუ იაპონიაში.

ეშლი ფრანჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ის საკუთარ კომპოზიციებს სოციალური ქსელებზე დამოუკიდებლად აქვეყნებდა, რის შემდეგაც ლეიბლებმა შეამჩნიეს. 2014 წლის ბოლოს მომღერალმა სადებიუტო EP სახელწოდებით Room 93 გამოუშვა. არტისტს წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. გრემის ნომინანტ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში ოთხი ალბომი აქვს გამოცემული.

 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი ლაივ ალბომის Attention: Miley Live დელუქს ვერსიას გამოუშვებს

შემდეგი სტატია

ბილი აილიშმა Nike-თან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი