Super Bowl-ის ბურთი Dr. Dre-ს, ემინემის და სხვების ავტოგრაფებით აუქციონზე გაიყიდება

ფოტო: Kevin C. Cox/GI

სააუქციონე სახლი Heritage მაისში დაგეგმილ აუქციონზე ბურთს Super Bowl LVI გაყიდის, რომელზეც 2022 წელს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის შოუში მონაწილე არტისტების: დოქტორ დრეს, ემინემის, მერი ჯეი ბლაიჯის, ქენდრიქ ლამარისა და ანდერსონ ფექის ავტოგრაფებია დატანილი. ლოტის ღირებულება ამჟამად 2600 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბურთზე არ გვხვდება სუპერბოულის შოუში მონაწილე ორი რეპერის, სნუპ დოგისა და 50 Cent-ის ავტოგრაფები. ცნობილია, რომ კალიფორნიაში, ქალაქ ინგლვუდში გამართული მატჩის მუსიკალური ნაწილის პროდიუსერი რეპერი ჯეი ზი გახლდათ.

“ბევრმა მიიჩნია, რომ წლევანდელი შოუ საუკეთესო იყო სუპერბოულის ისტორიაში. ის მიეძღვნა ჰიპ ჰოპს, მის პიონერებსა და თანამედროვე ვარსკვლავებს და, რა თქმა უნდა, ლოს ანჯელესის მუსიკას”, – ნათქვამია ლოტის აღწერის ველში.

ტაიმებს შორის გამართული შოუ დრემ და სნუპ დოგმა გახსნეს, მათ ჰიტი California Love შეასრულეს. შემდეგ მაყურებლების წინაშე 50 Cent გამოჩნდა, რომელმაც 2003 წლის კომპოზიცია In Da Club წარმოადგინა. არენბი არტისტმა, მერი ჯეი ბლაიჯმა Family Affair და No More Drama იმღერა, რასაც ქენდრიქ ლამარის Alright მოჰყვა. ემინემის გამოსვლისას დრამზე ანდერსონ ფექი უკრავდა. შოუ დრემ და სნუპ დოგმა დახურეს ერთობლივი ნამუშევრით Still D.R.E.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიკ ჯაგერმა დაასახელა მუსიკოსები, რომლებიც დღეს როკს აცოცხლებენ

შემდეგი სტატია

მადონა ყიდის სახლს, რომელიც The Weeknd-ისგან გასულ წელს შეიძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი