პოპვარსკვლავი ლედი გაგა ფილმისთვის Top Gun: Maverick შექმნილ კომპოზიციას Hold My Hand ავრცელებს. კინონამუშევარი გაგრძელებაა 1980-იან წლებში გამოსული სურათის Top Gun, რომელშიც ცნობილი მსახიობი, ტომ კრუზი მონაწილეობს.
ახალი სინგლი გაგამ და ბლუდპოპმა დაწერეს, პროდაქშენზე კი ბენჯამინ რაისმა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მომღერალმა ფილმისთვის მუსიკა 2018 წელს შექმნა. ტრეკმა A Star is Born ოსკარი, ოქროს გლობუსი, ოთხი გრემი და ბაფტა დაიმსახურა.
“მსურდა, შემექმნა მუსიკა, რომელშიც ორი ადამიანის მიერ ერთმანეთის ურთიერთგაგების ღრმა საჭიროებაზეა საუბარი – სურვილზე, რომ ვიყოთ ახლოს, როდესაც შინაგანად შორს ვგრძნობთ თავს. მადლიერი ვარ ტომის, ჰანსისა და ჯოს, რომ მომეცა მათთან მუშაობის შესაძლებლობა. მე, ბენ რაისი, ბლუდპოპი და ყველა, ვინც კომპოზიციაზე იმუშავა, სიხარულით გიზიარებთ ამ ჩანაწერს”, – აღნიშნა გაგამ.