ნახეთ: ნიკი მინაჟი Met Gala-ზე

ფოტო: John Shearer/GI

გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკი მინაჟი ქალაქ ნიუ იორკში გამართულ Met Gala-ს დაესწრო. წლის ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებაზე მუსიკოსი ბეისბოლის კეპითა და შავი კაბით გამოჩნდა, რომლებიც ექსკლუზიურად მისთვის მოდის სახლ Burberry-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, იტალიელმა დიზაინერმა, რიკარდო ტიშიმ შექმნა.

ნახეთ: ნიკი მინაჟმა კომპოზიციაზე We Go Up კლიპი გადაიღო

“ძალიან მომწონს კეპი, აღფრთოვანებული ვარ მისით”, – განუცხადა რეპერმა ტელეწამყვან ლა ლა ანტონის.

რაც შეეხება კაბას, ის ზედა ნაწილში ბუმბულებით იყო გაფორმებული, წელზე კი ტყავის ფართო ქამარი ჰქონდა დამაგრებული. მუსიკოსს აგრეთვე ტყავის ლეგინსი და მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვა. ნიკის მაკიაჟსა და სახესა და სხეულზე თვლების დამაგრებაზე ცნობილმა ვიზაჟისტმა, პეტ მაკგარტმა იმუშავა.

ფოტო: John Shearer/GI

წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და არაერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მას, მსოფლიო მასშტაბით, 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, რის გამოც კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ლედი გაგა ფილმის Top Gun: Maverick საუნდტრეკს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბილი აილიში Met Gala-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი