ნახეთ: BTS-ის კრებულში Proof დემო ჩანაწერებიც შევა

ფოტო: ფოტო: Peter Ash Lee/Billboard

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS დაანონსებულ კრებულში Proof შესული მესამე კომპაქტ დისკის ტრეკლისტიც გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ მასში 14 სიმღერა იქნება თავმოყრილი.

ნახეთ: BTS კრებულის Proof ტრეკლისტს აქვეყნებს

აღმოჩნდა, რომ მესამე დისკზე ბენდის დემო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მაგალითად: Young Forever არემის, DNA ჯეი ჰოუპის, Epiphany კი ჯინის შესრულებით, შუგას ნამღერი Seesaw, ჯონგუქის Still With You და ა.შ. მასზე მსმენელი აგრეთვე იხილავს ორ ახალ კომპოზიციას: Young Love და Quotation Marks.

კრებულში შემავალი პირველი ორი კომპაქტ დისკის ტრეკლისტი “ბითიესმა” 9 მაისს გაავრცელა. პირველ მათგანზე იქნება ბილბორდის ცხელი ასეულის ჰიტები, მათ შორის ჰოლზისთან ერთად ჩაწერილი Boy With Luv, DNA, ON, IDOL, Dynamite, Butter და ახალი სიმღერა Yet to Come. მეორე დისკზე კი Her, Filter, Stay, Moon და სხვა ნამუშევრებს მოისმენთ.

“კომპოზიციების ანთოლოგია “ბითიესის” ისტორიას მოგვითხრობს. ბიჭები 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კარიერის ახალ ეტაპზე გადადიან. კრებული მოიცავს სამ კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ბევრი ტრეკი იქნება თავმოყრილი, მათ შორის სამი ახალი სიმღერა. ნამუშევარი გვაჩვენებს ჯგუფის წევრების ფიქრებსა და იდეებს წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან”, – განაცხადა ჯგუფის ლეიბლმა Big Hit Entertainment.

კოლექტივი ახალ კრებულს Proof ათ ივნისს ჩაუშვებს გაყიდვაში.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

One Direction-ის კლიპის Drag Me Down ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

შემდეგი სტატია

Apple ოცი წლის შემდეგ iPod-ის წარმოებას წყვეტს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი