One Direction-ის კლიპის Drag Me Down ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Stephen Lovekin/GI

ცნობილი ინგლისურ-ირლანდიური ბენდის One Direction სიმღერაზე Drag Me Down გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს კოლექტივის პირველი მუსიკალური კლიპი გახლდათ მას შემდეგ, რაც ზეინ მალიკმა 2015 წლის მარტში ჯგუფი დატოვა.

ვიზუალურ ნამუშევარში ჰარი სტაილზი, ლუის ტომლინსონი, ნაილ ჰორანი და ლიამ პეინი აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) სტუმრობენ. “ჩემი ბიჭებით ვამაყობ, ახალი სინგლი ძალიან მაგარია”, – ასე გამოეხმაურა ზეინი ნამუშევრის გავრცელებას.

2015 წლის აგვისტოში Drag Me Down ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიციაზე გავიდა და ჩარტში სულ 20 კვირა გაატარა. სიმღერა One Direction-ის ალბომში Made in the A.M. შევიდა ჰიტებთან Olivia, Perfect და History ერთად. სტუდიური ჩანაწერი 2016 წელს Billboard 200-ის ჩარტში მერვე ადგილზე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის წინ კოლექტივის კიდევ ერთი ვიდეორგოლის What Makes You Beautiful ნახვებმა გადააჭარბა მილიარდს.

One Direction 2010 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. მსმენელმა ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი ბრიტანულ სატელევიზიო შოუში The X Factor მონაწილეობით გაიცნო. მუსიკოსების ხუთი ალბომი Up All Night, Take Me Home, Midnight Memories, Four და Made in the A.M სხვადასხვა დროს მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. არტისტებს ჯამში 200 ჯილდო აქვთ მიღებული. ისინი ისეთი ღონისძიებების გამარჯვებულები არიან, როგორებიცაა: Brit Awards, MTV Video Music Awards, Billboard Music Awards, American Music Awards და სხვა. შემსრულებლებს მსოფლიო მასშტაბით 70 მილიონი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი Outcast-ის ჰიტს The Way You Move ასრულებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS-ის კრებულში Proof დემო ჩანაწერებიც შევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი