ნახეთ: ქენდრიქ ლამარი კლიპს “N95” ავრცელებს

ფოტო: Austin Hargrave/Billboard

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქენდრიქ ლამარმა ახალ ალბომში Mr. Morale & the Big Steppers შესულ სინგლზე “N95” გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს მეხუთე სტუდიურ ჩანაწერში შესულ კომპოზიციებზე შექმნილი რიგით მეორე კლიპია. მასზე თავად რეპერმა და რეჟისორმა, დეივ ფრიმ იმუშავეს.

მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი Mr. Morale & the Big Steppers

ალბომის გამოქვეყნებამდე ლამარმა ჩანაწერის ერთ-ერთი სინგლი The Heart Part 5 ვიდეორგოლთან ერთად გაავრცელა. კლიპში მუსიკოსი ე.წ. დიფფეიქ ტექნოლოგიის საშუალებით ქანიე ვესთის, ნიფსი ჰასლის, კობი ბრაიანტის, უილ სმიტის, ჯესი სმოლეთისა და ოჯეი სიმფსონის სახეებს ირგებს.

ახალ ალბომში Mr. Morale & The Big Steppers მოწვეული არტისტის რანგში გვხვდებიან: Ghostface Killah, Blxst, კოდაკ ბლექი და სამერ უოკერი.

ქენდრიქ ლამარმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2012 წლის ალბომით Good Kid, M.A.A.D City გაიცნო. სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე ნამუშევრის გავრცელების შემდეგ მუსიკოსს თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი უწოდეს. შემსრულებლის მესამე ალბომმა To Pimp a Butterfly ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიმსახურა, ხოლო 2017 წელს გავრცელებულმა ჩანაწერმა DAMN. პულიცერის პრემია მიიღო. ცნობილია, რომ 14 გრემის მფლობელი ქენდრიქის ალბომი Mr. Morale & The Big Steppers ბოლო ნამუშევარია, რომელიც ლეიბლზე TopDawg Entertainment გამოიცა. არტისტი ასევე სუპერჯგუფის Black Hippy წევრია Ab-Soul-თან, Jay Rock-თან და Schoolboy Q-სთან ერთად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოსთ მელოუნმა SNL-ში ორი კომპოზიცია შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ: 5 Seconds of Summer ვიდეორგოლს Me, Myself & I ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი