ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ახალი კრებული Proof გაყიდვაში მიმდინარე წლის 10 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევრის გამოცემამდე კოლექტივის წევრებმა პერსონალური აუდიოჩანაწერები გაავრცელეს. ჯეი ჰოუპმა ალბომში თავისი საავტორო კომპოზიციების შეტანაზე ისაუბრა.
• BTS-ის არემი: ჩემში ბევრი პერსონაა
#BTS #방탄소년단 Proof of Inspiration – 제이홉 (j-hope) #Proof_of_Inspiration #Proof_of_jhope #BTS_Proof #jhope #제이홉 pic.twitter.com/RLSUZmTOG2
— BIGHIT MUSIC (@BIGHIT_MUSIC) May 22, 2022
Proof, რომელიც სამ კომპაქტ დისკს მოიცავს, ბოიბენდის ცხრა წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა. მასში შევა, როგორც ნაცნობი, ისე აქამდე გამოუქვეყნებელი და ახალი ნამუშევრები, მათ შორის სინგლი Yet to Come, რომელიც ორი დღით ადრე, 8 ივნისს გავრცელდება.
BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.