ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა ჰიტი Creep შეასრულეს

ფოტო: Toyah & Robert’s Sunday Lunch

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა იუთუბ სერიის Sunday Lunch ფარგლებში ჯგუფ Radiohead-ის ჰიტი Creep დააქავერეს. 

არტისტებმა ვიდეო სამზარეულოში ჩაწერეს. ფრიპი ელექტრო გიტარაზე უკრავდა, გვერდზე მდგარ ტოიას გამჭვრივალე პოლიეთილენი ჰქონდა შემოხვეული, მკერდზე კი ქმრის ფოტოები ჰქონდა მიკრული.

მუსიკოსებმა პროექტი Sunday Lunch ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში წამოიწყეს. მას შემდეგ მათ არაერთი ცნობილი კომპოზიცია დააქავერეს, მათ შორის ბილი აიდოლის Rebel Yell, Black Sabbath-ის Paranoid და The Velvet Underground-ის Venus in Furs.

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It’s a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის ჯიმინი: დღეს შესაძლოა, უფერული ვყოფილიყავი, ზოგისთვის რომ დამეჯერებინა

შემდეგი სტატია

გიტარა, რომელზეც კობეინი Smells Like Teen Spirit-ში უკრავს, 5 მილიონად გაიყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბენდის ბოლო ორ ალბომს შორისაც იგივე დრო იყო გასული, ასე რომ, შესაძლოა, ახალი ალბომი დროულად გამოვიდეს.
მეტი

ნოელ გალაგერის პირველი ინტერვიუ „ოაზისის” გაერთიანების შემდეგ

ფეხბურთზე შეყვარებულმა მუსიკოსმა სპორტულ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფეხბურთის გარდა, იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს თავს დიდი ბრიტანეთის კონცერტების შემდეგ.
მეტი

ოზი ოსბორნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო

ბრიტანული სატელევიზიო კომპანიის განცხადებით, „ფილმის ჩვენების განრიგმა გადაიწია.”
მეტი

Radiohead “Hail to the Thief Live Recordings 2003-2009-ის” ციფრულ ვერსიას გამოსცემს

ლაივ ჩანაწერი მოიცავს ბენდის მე-6 სტუდიური ალბომის სიმღერების კომპილაციას, რომლებიც სხვადასხვა დროს ბუენოს-აირესში, ლონდონში, ამსტერდამსა და დუბლინში აქვთ შესრულებული.
მეტი