კუბელ-ამერიკელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პერფორმანსით გახსნა. 25 წლის მუსიკოსმა თავისი ჰიტების Senorita, Bam Bam და Don’t Go Yet მიქსი პარიზში, სტად დე ფრანსზე შეასრულა, სადაც მალევე ერთმანეთს ლივერპული და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ.
მანამდე მუსიკოსმა ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში თავის ახალ მუსიკაში ლათინური კულტურის ელემენტების გამოყენებაზე ისაუბრა.
მომღერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი ოჯახი ყოველ ოთხ წელიწადში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდა:
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომლის გახსნის ცერემონიის სპონსორიც Pepsi გახლდათ, 200-ზე მეტ ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცა.
კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.