რადიოსადგურ Apple Music 1-ის ეთერში სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ყოველკვირეულმა შოუმ რეკორდი მოხსნა. “#BTSRadio-ს სადებიუტო ეპიზოდმა მოსმენების რეკორდი მოხსნა და წლის ყველაზე დიდი შოუ გახდა”, – დაწერა “ეფლ მიუზიქმა” ტვიტერზე.
#BTSARMY you did it! 💜@BTS_twt broke the record for biggest show of the year with their debut episode of #BTSRadio on Apple Music 1.https://t.co/TOArpBXpd8@bts_bighit #BTS_Proof #BTS pic.twitter.com/5mWd7d2gG1
— Apple Music (@AppleMusic) May 29, 2022
BTS Radio: Past & Present ჯამში სამ ეპიზოდს მოიცავს და კოლექტივის ახალი კრებულის Proof პრომოუშენის ფარგლებში გადის ეთერში. ალბომი გაყიდვაში 10 ივნისს ჩაეშვება. პირველი ეპიზოდი ჩანაწერში შემავალ კომპოზიციებს: Intro: The Most Beautiful Moment in Life, Epilogue: Young Forever, I Need U, No More Dream და We Are Bulletproof, Pt. 2 ეხებოდა.
BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.