ნახეთ: BTS ქორეოგრაფიულ ვიდეოს ავრცელებს

ფოტო: BIGHIT MUSIC

ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ქორეოგრაფიულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ბიჭები თავიანთ 2017 წლის კომპოზიციაზე Best of Me ცეკვავენ.

ნახეთ: BTS-ის ფოტოები თეთრი სახლიდან

“შენთან ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ, ამიტომ გთხოვ, არ მიმატოვო”, – ბიჭები კადრებში სიმღერის ამ ტექსტზე სინქრონულად ცეკვავენ.

სიმღერა Best of Me სტუდიურ ნამუშევარში Love Yourself: Her არის წარმოდგენილი. ის ჯეი ჰოუპმა, შუგამ და არემმა დაწერეს. კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში არ მოხვედრილა, თუმცა, ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მეშვიდე ადგილზე გავიდა და მასში ჯამში 44 კვირა გაატარა.

“ბითიესი” 10 ივნისს კრებულს Proof ჩაუშვებს გაყიდვაში. სამი კომპაქტ დისკისგან შემდგარი ნამუშევარი კოლექტივის 9-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გამოიცემა. მასში წარმოდგენილი იქნება ჰიტები: Butter, Dynamite, Boy With Luv, აგრეთვე, სიმღერების დემო ვერსიები და ახალი კომპოზიციებიც. 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Queen ფრედი მერკურის აქამდე უცნობ ჩანაწერს გამოუშვებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნი ორ ახალ კომპოზიციას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი