კანადელი მუსიკოსის, უიქენდისა და ელექტრონული დუეტის, Daft Punk-ის 2016 წლის ჰიტის I Feel It Coming ვიდეორგოლმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ტრეკი უიქენდის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Starboy არის წარმოდგენილი.
• ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Out of Time ავრცელებს
I Feel It Coming გამოსვლიდან მალევე ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე პოზიციაზე გავიდა და ჩარტში ჯამში 26 კვირა გაატარა. უიქენდისა და “დაფთ ფანქის” კიდევ ერთი სინგლი Starboy კი ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა და ჩარტში 30 კვირის განმავლობაში დარჩა. ამ უკანასკნელს დღეს ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.
კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.
2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსის ალბომები Starboy და After Hours, რომლებმაც ჩარტებში ლიდერი პოზიციის გარდა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. დღეისთვის ბოლო, მეხუთე ნამუშევარი Dawn FM უიქენდმა 2020 წლის იანვარში გამოუშვა. ოთხი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია.