ნახეთ: ბილი აილიშმა მანჩესტერში ახალი ბალადა TV შეასრულა

ფოტო: Kevin Mazur/GI

მანჩესტერში, AO Arena-ზე გამართულ კონცერტზე ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა ახალი მელანქოლიური ბალადა TV შეასრულა.

ნახეთ: ბილი აილიში შოუში Ellen პირველ გამოჩენას იხსენებს

“ეს ტრეკი ჩვენ ცოცხლად არასდროს გვიმღერია. ის 2017 თუ 2018 წელს დაიწერა”, – გაიხსენა მომღერალმა, მანამ თავის ძმასთან, ფინიასთან ერთად კომპოზიციის შესრულებას დაიწყებდა.

 

BILLIES NEW SONG TV

Posted by Elisha Taylor on Tuesday, June 7, 2022

აღსანიშნავია, რომ ბილი აილიში 10-12, 16 და 25-26 ივნისს ლონდონში, O2 Arena-ზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას Overheated დაესწრება. 

ბილი აილიშ ო’კონელი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს სინგლით Ocean Eyes გაიცნო. მუსიკოსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?, რომელიც ამერიკული და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. მასში შემავალი სინგლი Bad Guy ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. შვიდი გრემის მფლობელი შემსრულებელი 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოების ოთხი ძირითადი კატეგორია მოიგო. ამასთან, მომღერალი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ნამუშევრით No Time To Die, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის შექმნა. ბილის დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსმა 15 წლის ჯასტინ ბიბერთან შეხვედრა გაიხსენა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კეტი პერი საკვების მიტანის სერვისის Menulog რეკლამაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი