ჯენიფერ ლოპესი: Super Bowl-ის შოუ მარტოს უნდა გამეკეთებინა

ფოტო: Netflix

ქალაქ ნიუ იორკში გამართულ Tribeca Festival-ზე პლატფორმა Netflix-ის მიერ ჯენიფერ ლოპესის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის დახურული ჩვენება შედგა, რომელიც ასახავდა, თუ როგორ ემზადებოდა ის მომღერალ შაკირასთან ერთად 2020 წლის Super Bowl-ის შოუსთვის. როგორც აღმოჩნდა, ჯეილო უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩა იმ დროით, რაც NFL-მა გამოსვლისთვის გამოუყო.

“როგორც წესი, ამ შოუს ერთი ჰედლაინერი ჰყავს, რომელიც თავად ირჩევს, რომელი მოწვეული არტისტები გამოვლენ მასთან ერთად სცენაზე. შეურაცხმყოფელი იყო იმის თქმა, რომ გჭირდებოდათ ორი ლათინოამერიკელი იმ საქმისთვის, რასაც ერთიც გააკეთებდა”, – განაცხადა ლოპესის მენეჯერმა, ბენი მედინამ დოკუმენტურ სურათში.

საბოლოოდ, ჯენიფერმა შაკირას შესთავაზა, გამოყოფილი დრო მათ თანაბრად გაეყოთ.

“როგორც ვიცი, სუპერ ბოულის ხალხს უნდა, რომ მთელი შოუს განმავლობაში ერთმანეთს ვენაცვლებოდეთ. მათ არ უთქვამთ, მე ზუსტად რამდენი წუთი მექნება”, – აღნიშნა შაკირამ.
“მე მითხრეს 12 წუთი. შეიძლება, ცოტა გადავაცილოთ, 13 ან 14 გამოვიდეს. შაკირა, სჯობია, რომ ნახევარი დრო შენ გამოხვიდე, ნახევარი კი მე”, – მიმართა მას ჯეილომ.

იმის მიუხედავად, რომ ჯენიფერი მზად იყო, წუთები თანაბრად გაეყო, ის მაინც უკმაყოფილო გახლდათ დროის უკმარისობის გამო.

“თუ ორი ჰედლაინერი უნდოდათ, მაშინ 20 წუთი მოეცათ. ზუსტადაც ეს უნდა გაეკეთებინათ”, – ამბობს ის კადრებში.

დოკუმენტური სურათის საჯარო პრემიერა Netflix-ზე 14 ივნისს შედგება. მასში ჩანს, როგორ ცდილობს მომღერალი თავის მუსიკალურ დირექტორთან, კიმ ბურსთან ერთად რამდენიმე ჰიტი ექვს წუთში მოაქციოს.

“მხოლოდ 6 წუთი გვაქვს. ანუ თითო სიმღერაზე 30 წამი. თუ წუთს ავიღებთ, უკვე 5 წუთი დაგვრჩება. თანაც გამოდის, რომ კონკრეტული ტრეკები უნდა შევასრულო, რომ მომენტები შევქმნა. ყველაზე საშინელი იდეაა სამყაროში, რომ სუპერ ბოული ორ არტისტს გააკეთებინო, უსაშინლესი იდეაა”, – ჩივის ლოპესი.

შოუს სრულმა ქრონომეტრაჟმა 14 წუთი და 5 წამი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სცენაზე გამოსვლა ჯეილოს 14 წლის შვილმა, ემიმაც შეძლო, რომელმაც ბრიუს სპრინგსტინის Born in the USA იმღერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კეტი პერი საკვების მიტანის სერვისის Menulog რეკლამაში

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: BTS კრებულს Proof ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი