მოუსმინეთ: BTS კრებულს Proof ავრცელებს

ფოტო: Julien’s Auctions/ MEGA

ცნობილმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ლეიბლ BigHit Music-თან თანამშრომლობით კრებული Proof გამოუშვა. სამი დისკისგან შემდგარ ნამუშევარში შესული ჰიტები ჯგუფის წევრებმა: არემმა, ჯიმინმა, ჯინმა, ჯონგუქმა, ვიმ, შუგამ და ჯეი ჰოუპმა პერსონალურად შეარჩიეს. მასში ასევე ახალი სინგლი Yet to Come (The Most Beautiful Moment) არის წარმოდგენილი.

კრებულის ორ კომპაქტ დისკზე არსებული ტრეკები მუსიკალურ პლატფორმებზე ციფრულად არის ხელმისაწვდომი, მესამე დისკი კი მხოლოდ ფიზიკური სახით გამოიცა. მასზე მსმენელი ისეთი სიმღერების დემო და აკაპელა ვერსიებს იხილავს, როგორებიცაა: Still With You, Epiphany, Boy In Luv, Boyz with Fun, Seesaw და სხვა.

ალბომთან ერთად ჯგუფმა ახალ ტრეკზე Yet to Come (The Most Beautiful Moment) გადაღებული ვიდეორგოლიც Yet to Come (The Most Beautiful Moment) გამოაქვეყნა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი: Super Bowl-ის შოუ მარტოს უნდა გამეკეთებინა

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS ახალ კლიპს Yet to Come (The Most Beautiful Moment) ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი