სტინგი ლას ვეგასის რეზიდენტი იქნება

ფოტო: Eric Ryan Anderson

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი, სტინგი ლას ვეგასს კონცერტების სერიით Sting: My Songs უბრუნდება.

“უკეთეს ადგილას ყოფნა ვერც წარმომიდგენია. ვეგასი ხომ ღირსშესანიშნაობაა. შენ მის ცენტრში დგახარ, რაც ზღაპრულ შეგრძნებებს გიჩენს. ყოველი წუთით ტკბები”, – განუცხადა მომღერალმა ჟურნალ People-ს.

ინტერვიუს განმავლობაში მუსიკოსმა ვერ უპასუხა კითხვას, რომელია თავისი რჩეული სიმღერა საკუთარი შემოქმედებიდან. თუმცა, დაასახელა თაყვანისმცემლების ფავორიტები: Roxanne, Every Little Thing She Does Is Magic და Every Breath You Take.

“ჩემი საქმეა, ყოველ საღამოს აღმოვაჩინო რაღაც ახალი იმ სიმღერებში, რომლებსაც ათწლეულებია, ვასრულებ. ამას ყოველთვის ვაკეთებ. ეს დამატებითი სამუშაოა”, – განმარტა სტინგმა.

არტისტი ლას ვეგასის რეზიდენტად სიზარს პალასის კომპლექსში მდებარე კოლიზეუმის თეატრში მოგვევლინება. აქ 2023 წლის აპრილში მისი 6 შოუ ჩატარდება. ბილეთების რეალიზაცია 17 ივნისს სტინგის ვებგვერდზე დაიწყება.

მომღერალი ლას ვეგასს პირველად 2021 წლის ნოემბერში, თავისი მე-15 სოლო ალბომის The Bridge გამოშვებამდე ესტუმრა. მუსიკოსმა ბოლო სინგლი Russians მიმდინარე წლის მარტში უკრაინის დასახმარებლად გამოუშვა.

სტინგის სახელით ცნობილმა გორდონ მეთიუ თომას სამნერმა მუსიკალური კარიერა 1971 წელს დაიწყო. 1977 წელს მან ნიუ ვეივისა და რეგეი როკის ჟანრებში მოღვაწე ტრიო The Police ჩამოაყალიბა. ექვსი გრემის მფლობელი ჯგუფი 1986 წელს დაიშალა. ერთი წლით ადრე კი ბრიტანელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Dream of the Blue Turtles გამოუშვა, რომელშიც კომპოზიცია Russians არის წარმოდგენილი. სოლო კარიერის განმავლობაში სტინგმა 15 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერა და 17 გრემის მოპოვება შეძლო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯგუფი BTS და Anderson. Paak კომპოზიციას Yet to Come ასრულებენ

შემდეგი სტატია

ფოსთ მელოუნს პირველი შვილი შეეძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი