ნახეთ: ჯგუფი BTS და Anderson. Paak კომპოზიციას Yet to Come ასრულებენ

ფოტო: BTS Proof Live

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა კოლექტივმა BTS თავისი ახალი კრებულის გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე Proof Live განსაკუთრებული სტუმარი წარადგინა. დასარტყამ ინსტრუმენტებს ამერიკული სუპერდუეტის Silk Sonic ერთ-ერთი წევრი, ანდერსონ ფექი მიუჯდა. კრემისფერ კოსტიუმში გამოწყობილმა მუსიკოსმა, რომელსაც თავისი საფირმო ვარცხნილობა ამშვენებდა, კეიპოპის ვარსკვლავებთან ერთად ახალი არენბი ბალადა Yet to Come (The Most Beautiful Moment) შეასრულა.

• მოუსმინეთ: BTS კრებულს Proof ავრცელებს

უდაბნოს მსგავს პავილიონში სკამებზე მოკალათებულმა არემმა, ჯინმა, შუგამ, ჯეი ჰოუპმა, ჯიმინმა, ვიმ და ჯონგუქმა ბენდთან ერთად იმღერეს და გარეპეს. მათი შესრულება ქანიე ვესთის კომპოზიციაზე Touch the Sky მოკლე ვოკალურ მინიშნებასაც შეიცავდა. გამოსვლის დასრულებისას ბიჭები ფექს ჩაეხუტნენ და სიმღერის შესახებ პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვეს.

ნახეთ: BTS ახალ კლიპს Yet to Come (The Most Beautiful Moment) ავრცელებს

“მიყვარს, ის მე ეკლესიას მაგონებს”, – განაცხადა ანდერსონმა, რომელმაც ბოიბენდის გასახარად რამდენიმე ფრაზა კორეულადაც წარმოთქვა და კომპოზიციას მათ მშობლიურ ენაზე “საოცარი” უწოდა. “ფანტასტიკურია”, – დაამატა მუსიკოსმა და განმარტა, რომ BTS-თან ერთობლივი პერფორმანსის მიზეზი მისი ვაჟიშვილი, სოლ რაშიდია, რომელიც ამ ჯგუფის დიდი თაყვანისმცემელია.

ანდერსონ ფექის მონაწილეობით შესრულებული კომპოზიცია BTS-ის მიერ ახლად გამოშვებული კრებულისადმი Proof მიძღვნილი 25-წუთიანი ვიდეოს ნაწილია, რომელშიც ასევე შედის სიმღერა Born Singer, ბენდის წევრების მოგონებები კოლექტივის მოღვაწეობის ისტორიისა და სამი დისკისგან შემდგარი ნამუშევრის შექმნის პროცესის შესახებ და ოთხ ბექ ვოკალისტთან ერთად ნამღერი გოსპელ პოპ კომპოზიცია For Youth. 

ჯგუფი BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ქორწილზე მადონასთან ცეკვის ვიდეოს ავრცელებს

შემდეგი სტატია

სტინგი ლას ვეგასის რეზიდენტი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი